უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 ივნისი, 2019 10:50
font-size

ირაკლი ოქრუაშვილი და გია დგებუაძე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაიკითხებიან

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა” დაიკითხებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს ასევე დაგეგმილი აქვს საქმის გამომძიებლების დაკითხვა.

ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლო სხდომაზე მის იმ განცხადებებთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელიც 2007 წელს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. ოქრუაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ მინისტრობის პერიოდში მას ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაავალა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მოცილება.

„მან პირდაპირ მკითხა, რას ფიქრობ იმაზე, რომ ჩვენი მთავარი საფრთხე მოვიცილოთ, ვკითხე, რას გულისხმობდა ამ საფრთხეში და დამისახელა ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც მას დღესაც მიაჩნია, რომ ის დღესაც საფრთხეა. მან კონკრეტული გეგმა დამისახა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო მოცილებული. არ მითქვამს მისთვის არც დადებითი, არც უარყოფითი პასუხი. ვთხოვე, რომ დრო მჭირდებოდა ფიქრისთვის. მივხვდი, რომ ეს იყო ხაფანგი და თუ მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი და ამ დავალებას შევასრულებდი მეორე დღეს მეც მომიცილებდა. ეს პიროვნება გახლდათ პატარკაციშვილი და კონკრეტული მაგალითი დამისახელა პრეზიდენტმა მისი მოცილებისა, კონკრეტულ სიტყვებს ვამბობ – „ის უნდა მოვიცილოთ როგორც მოიცილეს რაფიკ ჰარირი”. ეს გახლდათ ლიბანის პრეზიდენტი, რომელიც ააფეთქეს საკუთარ მანქანაში”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება გია დგებუაძის დაკითხვას, ის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი აუდიო მტკიცებულების მიხედვით, იმ თათბირის მონაწილეა, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობენ.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მეორე ჩანაწერში, დგებუაძე პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ბიზნესმენის მზარეულების სიას და მის სასახლეში კამერების განლაგებას სთხოვს.

ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებისთვის ბრალდება წარდგენილი აქვთ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მას 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა

18 მარტი, 2024 , 11:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატ

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15 მარტი, 2024 , 15:35

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სა

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის ორი მოქალაქე დააკავეს

15 მარტი, 2024 , 13:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს

მამის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

14 მარტი, 2024 , 16:53

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაცი

მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14 მარტი, 2024 , 13:49

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ცხრა პირი დააკავა

14 მარტი, 2024 , 11:59

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი