უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 მარტი, 2018 16:35
font-size

ირაკლი ოქრუაშვილი „ტვ იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის “ მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა. საქმეზე ბრალდებულები არიან ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ლაცაბიძე, რომელიც 2004 წელს მისი მოადგილე იყო.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 2004 წლის თებერვალში, როდესაც ,,ომეგა ჯგუფში" შემავალ კომპანიებში, მათ შორის იბერია ტვ-ში სპეცრაზმის შეჭრა მოხდა, გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

როგორც ოქრუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, ის 2004 წლის იანვრიდან იყო გენერალური პროკურორი, ამავე წლის მაისიდან კი, შს მინისტრი გახდა.

შესაბამისად, მოწმის განმარტებით, მაშინ, როდესაც 2004 წლის მიწურულს ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის პროცესი დაიწყო, ის უკვე აღარ იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას და ,,არ ჰქონია შეხება იბერია ტვ-ის ლიცენზიის დათმობასთან."

,,ინტერესი ტელეკომპანიის ლიცენაზიასთან დაკავშირებით არ მქონია", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ამ პროცესს პირადად კურირებდა მისი შემცვლელი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე - ზურაბ ადეიშვილი.

როგორც მოწმემ აღნიშნა, მიმდინარეობდა შეხვედრები, რომლებზეც იბერია ტვ-ის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ და ამ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილი და იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდნენ.

მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს იყო საუბარი იმაზე, რომ ფინანსური დარღვევებისთვის ,,ომეგა ჯგუფის" დავალიანების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ, მომხდარიყო ტელეკომპანია ,,იბერიას" სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა.

ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია ,,იბერიას" მიმართ გარკვეული ინტერესს გამოხატავდნენ მიხეილ სააკაშვილის ბებია და ბაბუა, რომლებიც როგორც მოწმემ აღნიშნა, პირადად მასაც ესაუბრნენ ამ საკითხზე.

ოქრუაშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში დროდადრო ასევე ერთვებოდა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც როგორც მოწმე ამბობს, შესაძლოა, გარკვეული ბიზნეს ინტერესი ჰქონდა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ინტერესდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლება, კერძოდ კი, პრეზიდენტი და საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია ,,იბერიათი", ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი გარკვეულ საფრთხეს ხედავდნენ ოპოზიციურად განწყობილ მედიასაშუალებაში.

მისივე თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებას საფრთხის შემცველად მიაჩნდა ისიც, რომ ,,ომეგა ჯგუფი" წარმოადგენდა მეგაბიზნესს, რომელსაც მხარდაჭერა ჰქონდა მის წინამორბედ მთავრობაში. ამ კონტექსტში ოქრუაშვილმა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელი მინისტრი, კახა თარგამაძე ახსენა.

ოქრუაშვილის განცხადებით, მისი გენერალური პროკურორობის დროს მოხდა ,,ომეგა ჯგუფში" შესვლა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც სტამბაში შესაძლო ყალბი აქციზური მარკების დამზადებას ეხებოდა. მისივე თქმით, მან თანამდებობა მალევე დატოვა და ,,არ ახსოვს მიეცა თუ არა პასუხისგებაში იმ საქმის გამო ვინმე, რომლის გამოძიებაც მისი გენერალური პროკურორობის დროს დაიწყო."

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის კითხვაზე, ,,ომეგა ჯგუფში" საგამოძიებო მოქმედებებისას ჰქონდა თუ არა ადგილი შსს-ს სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ,,ეს რომ ყოფილიყო, ეცოდინებოდა."

დღევანდელ სასამართლო სხდომაზევე ბრალდების მხარემ ასევე, გამოიკვლია მაგთიკომიდან და ჯეოსელიდან გამოთხოვილი ზურაბ ადეიშვილის, გიორგი ლაცაბიძის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, დიმიტრი ქიტოშვილის და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მობილური ნომრებიდან გამავალი და შემავალი ზარების სატელეფონო ამონაწერები, რომლებიც ადასტურებს ხსენებულ პირებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბრებს და ამასთან, ეს სატელეფონი ზარები დროში ემთხვევა ტელეკომპანია ,,იბერიას" სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის პროცესს.

ტელეკომპანია იბერიას საქმეზე მომდევნო სხდომა 12 აპრილს, 13:30 საათისთვის ჩაინიშნა.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი