უკან

სამართალი

21 მარტი, 2018 15:05
font-size

ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ სწორედ ზურაბ ადეიშვილისგან მომდინარეობდა ,,იბერიას` კუთვნილი ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევა - პროკურორი

ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხა.

ოქრუაშვილის განცხადებით, მან პირადად მიიღო ინფორმაცია ,,იბერიას" საქმეზე ბრალდებულ ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილისგან, რომ ეს უკანასკნელი ტელეკომპანია ,,იბერიას" სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევას გეგმავდა.

როგორც საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა ბრალდების მხარის ვერსია, რომ სწორედ ზურაბ ადეიშვილისგან მომდინარეობდა ტელეკომპანია ,,იბერიას" კუთვნილი ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევა.

,,მოწმე ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ სწორედ აღნიშნული ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხის პროცესში ჩართული იყო ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იყო იმ დროს გენერალური პროკურორი. ირაკლი ოქრუაშვილმა უშუალოდ გაიხსენა, თუ რა გარემოებებში ხდებოდა ზურაბ ადეიშვილის მხრიდან აღნიშნული გეგმის განხორციელება, რომელთან მიმართებითაც მან მოახსენა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სწორედ აღნიშნულ შეხვედრას თავად ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდა.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა ბრალდების მხარის ვერსია, რომ სწორედ ზურაბ ადეიშვილისგან მომდინარეობდა ტელეკომპანია ,,იბერიას" კუთვნილი ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევა", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერი, 2018 , 17:45

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „

პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს დაიცავს

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ძალოვანი პენსიონრების სარჩელის განხილვა საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სამინისტროების წინააღმდეგ. ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს სასამართლოშ

„პალიტრამედიის“ სტამბა „კოლორპაკში“ მთავარი პროკურატურა შევიდა

25 სექტემბერი, 2018 , 16:30

„პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) მთავარი პროკურატურა შევიდა. როგორც „პალიტრამედიას“ განცხადებაშია აღნიშნული, მთავარი პროკურატურის გამომძიებლებმა მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.

ფანჯრიდან 3 წლის ბავშვის გადავარდნის საქმეზე აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურეობრივი გულგრილობის და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე ქ.თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელი ა.გ. და აღმზრდელის თანაშემწე

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლევის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს

25 სექტემბერი, 2018 , 14:00

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლევის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ე.წ. უდო-ს კომისია მსჯავრდებულის საქმის განხილვის შუამდგომლობით თავად დაწესებულება მიმართავს. სპეციალური პენიტე

ოპოზიცია ,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე აუდიტის სამსახურისგან მოკვლევის დაწყებას ითხოვს

25 სექტემბერი, 2018 , 11:30

ოპოზიცია მოკვლევის დაწყებას ითხოვს აუდიტის სამსახურისგან მორიგი სკანდალური აუდიო ჩანაწერების საქმეზე, სადაც საუბარია რომ ერთი კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის დასაფინანსებლად 2,5 თეთრი ირიცხება. ოპოზიციის წარმომადგენ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`