უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
14 სექტემბერი, 2017 22:20
ირაკლი პეტრიაშვილი პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემდ მეოთხედ აირჩიეს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ 4 წლის ვადით, უკვე მეოთხედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.
ყრილობის დამსწრე 203 დელეგატიდან ირაკლი პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა 139–მა დელეგატმა, მეორე კანდიდატს ამირან ზენაიშვილს კი, 62 ხმა ერგო. 2 ბიულეტენი გაბათილდა.
პროფკავშირების თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ირაკლი პეტრიაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა და დაამტკიცა, რომ ის არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება“.
„მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, პროფკავშირების წევრებმა გაუძლეს გაუსაძლისს და დააფასეს ის შრომა და ღვაწლი, რაც ჩემმა ოჯახმა და აღზრდამ მომცა. ამ ხალხმა ჩემს მშობლებს უთხრეს, რომ ნაგავი არ გაუზრდიათ, არამედ გაზარდეს კაცი. უდიდესი მადლობა დელეგატებს“,– განაცხადა პეტრიაშვილმა.