უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2018 14:10
font-size

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე- პრეზიდენტად აირჩიეს

მრავალმილიონიანი ორგანიზაციის მეოთხე მსოფლიო კონგრესმა ირაკლი პეტრიაშვილის კანდიდატურას ამ საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობაზე მხარი ერთხმად დაუჭირა. კონგრესი დანიის დედაქალაქში მიმდინარეობს და მას 164 ქვეყნის 1500 წარმომადგენელი ესწრება.

ასეთი მხარდაჭერა მითუმეტეს ასეთი რანგის თანამდებობაზე ამ დრომდე საქართველოს არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

კოპენჰაგენის კონგრესზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის და საქართველოს პროფკავშირების წარმატება არის ნათელი დასტური მისი საერთაშორისო აღიარების, ორგანიზაციის დემოკრატიულობის და ბრძოლისუნარიანობის.

პეტრიაშვილის არჩევით ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ლობი, დასაქმებულებს კი მსოფლიო დონის ინტერესების დამცველი ეყოლება.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია 2006 წელს დაფუძნდა და დამფუძნებელთა შორის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და ირაკლი პეტრიაშვილი იყვნენ.

დღეისათვის მასში წარმოდგენილია 163 ქვეყნის 331 პროფკავშირი 207 მილიონი წევრით, მათ შორისაა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც. ამ დროისთვის წევრთა ზრდისკენ პროგრესირებს.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი პროფკავშირული ორგანიზაციაა, მისი ძირითადი მისიაა დაიცვას დასაქმებულთა უფლებები და წინ წამოწიოს მათი ინტერესები - პროფკავშირულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, გლობალური კამპანიების წარმოების და წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებში ადვოკატირების გზით.

საქმიანობის ძირითადი სფეროებია პროფკავშირის და ადამიანის უფლებები; ეკონომიკა, საზოგადოება და სამუშაო ადგილი; თანასწორობა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა; საერთაშორისო სოლიდარობა;

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია პროფკავშირების დემოკრატიის და დამოუკიდებლობის პრინციპების ერთგულია.

მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მთავარი პარტნიორია გაეროს არაერთი სპეციალიზებული სააგენტოსი.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მმართველ გუნდს მსოფლიო კონგრესი ირჩევს ოთხ წელიწადში ერთხელ. პეტრიაშვილი მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება. ახალი თანამდებობა შეთავსებადია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობასა და პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტობასთან.

გვსურს, ყველას მოვუწოდოთ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლის და ფუნქციის სწორად გააზრებისკენ - ადვოკატთა ასოციაცია

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება ქალთა მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ახლადარჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებენ გადახედოს საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურას. როგორ

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ბული

ფქვილის მარაგებს წყალობით რამდენიმე თვე ვახერხებდით, რომ პურზე დაბალი ფასი შეგვენარჩუნებინა - „იფქლის“ საზოგაოდებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

პურის მწარმოებელი კომპანია „იფქლის“ საზოგაოდებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მარიამ გოგიშვილის განცხადებით, კომპანია ფქვილის მარაგების წყალობით რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებდა ძველ ფასს. მისი

ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

8-9 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და ლიბერთის მხარდაჭერით მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალ

დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge, სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

დღეს,  18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს,

კლუბური ნარკოტიკები ძალიან საზიანოა, ეს პრეპარატები ხშირი მოხმარების შემთხვევაში ადამიანის ინტელექტუალურ ფუნქციებს აქვეითებენ - ნარკოლოგი

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

ნარკოლოგ თათა ასათიანის განმარტებით, ნარკოლოგები ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების კატეგორიებად არ ყოფენ, რადგან ორივე ჯგუფი საზიანოა ადამიანისთვის. მისივე თქმით, ხშირი მოხმარების შემთხვევაში ე.წ. კლ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`