რეგიონები
ირაკლი პეტრიაშვილი შსს მოუწოდებს, დროულად მოხდეს ზვარეში მომხდარ ცემის ფაქტების გამოძიება
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სოფელ ზვარეში მომხდარ ცემის ფაქტებთან დაკაშირებით შსს მოუწოდებს დროულად მოახდინოს მომხდარის გამოძიება.
ამის შესახენ პეტრიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
”მომხდარის მიზეზი გახდა ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ტყიდან შეშას ეზიდებოდა. რატომღაც ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ ეს მათი შეშა იყო და მოსახლეობას დაუპირისპირდნენ, მათ გიორგი პირველაშვილი და ბეჟან სალარიძე გამოესარჩლნენ. ამის გამო მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგი პირველაშვილი და ბეჟან სარალიძე შემდეგ ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ადგილზე უარესი სიტუაცია შეიქმნა. 20-მდე ქართველ მუშას 40-მდე ჩინელმა ალყა შემოარტყა და ისინი ნაჯახით, და ზოგიერთი დანით იყო შეიარაღებული. შედეგად პროფკავშირის კიდევ ორი წევრი დაშავდა, კერძოდ, გიორგი გოგნაძე და დავით მუმლაძე.ეს პირები დაზიანებებით ზესტაფონის საავადმყოფოში მოათავსეს.
“ადგილზე მდგომარეობა შემაშფოთებელი და მძიმეა. შსს-ს და შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებ, დროულად ჩაერთონ გამოძიებაში, მოხდეს ადგილზე ვითარების გარკვევა. მოვუწოდებ პროფკავშირის წევრებს და მუშებს, არ შევიდნენ კონფლიქტში ჩინელ დამსაქმებელთან, რათა გამოძიება მშვიდობიანად დასრულდეს”, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე