უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 აპრილი, 2018 11:30
font-size

ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით შეწყალების სკანდალის მეორე ტალღა დაიწყო - გიორგი მარგველაშვილი

ნათესაობაზე დღეს ის პოლიტიკური ძალა საუბრობს, რომელმაც ისეთი სასამართლო შექმნა, სადაც მოსამართლემ თქვა, დედა ნათესავი არ არისო, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას მხარს უჭერდა, დღეს მეუბნება, რომ ჩემი მეუღლის ბიძაშვილის ყოფილი ქმარი ჩემი ნათესავია. ამის ტირაჟირება მედიაში ძალიან ინტენსიურად ხდება და მინდა, თქვენი ეთერით საზოგადოებას ვუთხრა – პატივცემულო საზოგადოებავ, შეწყალება ერთ–ერთი ყველაზე სწორად ორგანიზებული სისტემაა და კომისიაში ძალიან წესიერი ადამიანები მუშაობენ. იქ არავითარი კორუფცია და ნეპოტიზმი არ არის. წესიერი საქმიანობისათვის მათ მადლობა მინდა ვუთხრა. თქვენ კი გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები თქვენთვის უფასოდ მუშაობენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ამბობენ, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ირაკლი ქორიძე მისი ნათესავია, მაგრამ რეალურად, ის და მისი ყოფილი მეუღლე არასოდეს უნახავს.

„ირაკლი ქორიძის ყოფილი მეუღლე სავარაუდოდ, ძალიან კარგი ქალბატონია, რომელსაც მუდმივად სულ ტყუილად მოიხსენიებენ. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ აუცილებლად გავიცნობ, რადგან ჩემი მეუღლის ბიძაშვილია. ის კონტაქტში იმდენად არ არის, რომ არც კი მინახავს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, შეწყალების სკანდალის პირველი ტალღა დაახლოებით ორი თვის წინ მასზე ოდიოზური თავდასხმით დაიწყო, ამ ეტაპზე კი, მეორე ტალღას ვუყურებთ.

„იყო არარეალური ბრალდებები ოდიოზური აქტორებით და კომიკური, უნიჭო შავი პიარი. ახლა კი, ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით უკვე მეორე ტალღაა. ეს ორივე ტალღა იმიტომ დაიწყო, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატს ვერ აყალიბებს და სანამ საპრეზიდენტო კანდიდატზე ვერ ჩამოყალიბდებიან, მანამ რამე ტიპის პოლიტიკური აქტივობაა საჭირო, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ პრეზიდენტზე რაღაც გამოგონილი თავდასხმა მიიტანონ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი