უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 სექტემბერი, 2017 16:15
font-size

ირაკლი სესიაშვილი ოთარ კახიძეს კრიზისების საბჭოში მისვლისკენ და ფუნქციების გაცნობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ”ევროპული საქართველოს” წევრს ოთარ კახიძეს კრიზისების საბჭოში მისვლისკენ და ფუნქციების გაცნობისკენ მოუწოდებს.

როგორც სესიაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ოთარ კახიძის კრიტიკა კრიზისების საბჭოსთან მიმართებაში ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მიუღებელია.

”პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მაქსიმალურად იყო მობილიზებული ჩვენი ქვეყნის რესურსები იმისთვის, რომ მართლაც საშიშ ბუნებრივ გამოწვევას გავმკლავებოდით და მიუხედავად ამისა, თქვენ უსაფუძვლო კრიტიკით ცდილობთ, რომ დააკნინოთ ის სახელმწიფო სტრუქტურები, ინსტრუმენტები, რომლებიც ოფიციალურად არიან ამ ქვეყანაში მსგავსი ტიპის კრიზისების მართვის დასაძლევლად. ჩემი რჩევაა ბატონო ოთარ, რომ გაერკვიოთ კრიზისების საბჭოს ფუნქციებში, მათ ინსტრუქციებში, იმ გეგმებში, რომელიც ამ უწყებას გააჩნია და მეტსაც გირჩევთ, იქნებ ერთხელ კეთილი ინებოთ და მიბრძანდეთ კრიზისების საბჭოში, დეპუტატი ხართ და გაქვთ ამის უფლება. გაერკვიეთ ფუნქციებში, ცოტა კვალიფიკაციაზეც იზრუნეთ და შემდეგ კრიტიკას სიამოვნებით მივიღებთ”, - მიმართა სესიაშვილმა კახიძეს.

მისი თქმით, კრიზისების საბჭოს კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა ყალიბდება.

”ამ საბჭოს ჩამოყალიბების პროცესში პირველივე დღიდან ჩართული ვიყავი. შესაბამისად, მაქვს პატივი გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა ყალიბდება. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია ამ მხრივ. ბრიტანელი ექსპერტები ჩართულნი არიან და მაქსიმალურად გვიწევენ დახმარებას, ექსპერტიზას. თავად ბრიტანელების შეფასებით ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ანალოგია ”კობრას” ტიპის ბრიტანული მოდელის, თუმცა თავისი ეფექტური შესაძლებლობებით უფრო ეფექტურია. იმის ნაცვლად, რომ გვიხაროდეს და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ამ სისტემის რეპუტაციაზე და მოქმედებაზე, უსაფუძვლოდ ხდება კრიტიკა, რაც მისასალმებელი არ არის”, - განაცხადა სესიაშვილმა.

”ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მართვისა და კოორდინაციის დროს გამოვლენილი ხარვეზები დაასახელა.

,,ვინაიდან სამომავლოდაც არის მოსალოდნელი მსგავსი რამ ჩვენი რელიეფიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის ხარვეზი, რომელიც გამოვლინდა. ხარვეზი იყო მართვისა და კოორდინაციის დროს. ნამდვილად არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ყველაფერი კარგად იყო კოორდინირებული. სახელმწიფოში არის კრიზისების მართვის არაეფექტური მექანიზმი, ბატონი ჯანელიძისა და ბატონი ჭიკაიძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც თქვეს, რომ მაშინ ჩაერთვნენ სამუშაოებში, როცა კანონმდებლობამ მოითხოვა. ანუ, ისინი კანონმდებლობას უყურებდნენ როცა ხანძარი მწვავდებოდა,” - განაცხადა კახიძემ.

იუსტიციის მინისტრმა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრების კონფერენციას სიტყვით მიმართა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სამართლებრივი პოლიტიკა, კანონის უზენაესობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ელმმართველობა, ღია და გამჭვირვა

პოლიტიკოსების მიერ გაკრეფილ შუაში უნდა ჩადგეს ხალხი! - თემურ შაშიაშვილი

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

„შუა ხომ გაკრიფეს და ეს იყო დიდი დანაშაული. დღეს ვამბობ, პოლიტიკოსების მიერ გაკრეფილ შუაში უნდა ჩადგეს ხალხი და ეს იქნება საქართველოს გადარჩენა,“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი. &ld

საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - ნიკოლ ფაშინიანი

15 ოქტომბერი, 2019 , 17:05

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერად ჩემი არჩევის პირველივე დღიდან სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ვითარდება აქტიური და გულწრფელი კონტაქტებით, ჩვენთვის მტკივნეული საკითხების ირგვლივ უშუალო და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:45

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ

გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო

15 ოქტომბერი, 2019 , 14:38

საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო. გიორგი გახარიას პატივსაცემად სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონი

ნატო ჩხეიძე: ამ დემოკრატიულმა გამჭვირვალობამ ხელშესახებად გამოაჩინა მმართველი ძალის სრული კოლაფსი

15 ოქტომბერი, 2019 , 14:02

საზოგადოებამ აშკარად დაინახა და შეიგრძნო თუ ვის ხელშია ქვეყანა და თითოეული ადამიანის ყოფას რა სულიერი ავლა- დიდების ხალხი წარმართავს, - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ უზენაესი სასამართლოს უ