უკან

სამართალი

27 დეკემბერი, 2016 14:30
font-size

ირაკლი სესიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ, შესაძლოა პარლამენტი დატოვოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩევენ.

საკითხზე საუბრისას მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ კონსულტაციები ჯერჯერობით არ დაწყებულა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, თუ მანანა კობახიძის კანდიდატურა იქნა დაყენებული, იგი მას მხარს დაუჭერს, თუმცა მას არაფერი სმენია იმის შესახებ, რომ კობახიძის კანდიდატურაა დაყენებული.

„ვერ გეტყვით. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გავიგე. ამაზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში არ ყოფილა. თავისთავად ცხადია, რომე საკითხი დღის წესრიგში დგას. ვიმსჯელებთ და ამის შემდეგ ოფიციალურად დავასახელებთ. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის საკითხი დადგება, მას ექნება ჩემი მხარდაჭერა“, -აღნიშნა სესიაშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს, როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არჩევანის შემთხვევაში მანანა კობახიძე უნდა წავიდეს პოლიტიკური ხელისუფლებიდან.

“სასამართლო ხელისუფლება არ გახლავთ პოლიტიკური ხელისუფლება, არჩევანის შემთხვევაში, მანანა კობახიძე უნდა წავიდეს პოლიტიკური ხელისუფლებიდან. მე ვერ ვურჩევ ქალბატონ მანანას, სად გააგრძელოს გამოცდილების რეალიზება. ამ ოთხმა წელიწადმა მას ბევრი განსაცდელი გადაატანინა, მე ვფიქრობ, რომ ბევრმა განსაცდელმა მანანა კობახიძე გააძლიერა, როგორც პოლიტიკოსი“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

18 იანვარი, 2021 , 16:10

პროკურატურის ინფორმაციით, კასპში, 2 ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებაში ბრალდებულს გიორგი მენაბდიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა. მას დღეს ბრალი ოფიცალურად წარუდგინეს. „ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ

ივანიშვილის ბანკირის თაღლითური საქმიანობა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში განიხილება

18 იანვარი, 2021 , 16:10

ბერმუდის კუნძულების სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბაკნის – credit suiss–ის დავის, შესახებ სამართლებრივი დოკუმენტი გამოაქვეყნა.   სასამართლოს დასკვნაში ნათქვამია, რომ პატრიკ ლე

პოლიციამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოავლინა

18 იანვარი, 2021 , 12:25

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინ

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18 იანვარი, 2021 , 10:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგე

კასპში დაკავებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, იგი რუსეთში გადასვლას ითხოვდა - ვლადიმერ ბორცვაძე

16 იანვარი, 2021 , 15:40

კასპში, ერთ-ერთი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ღონისძიება წარმატები

პოლიციამ კასპში ერთ-ერთ საწარმოში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი

16 იანვარი, 2021 , 15:15

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადი