უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 თებერვალი, 2018 17:40
font-size

ირაკლი შოთაძემ განმარტა, რატომ არ ჩავიდა პანკისში

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განმარტა, რატომ არ ჩავიდა პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში.

მთავარი პროკურორის თქმით, სამართლებრივად მას არ აქვს უფლება, გარეშე პირს, ოჯახის გარდა, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შესახებ.

„მინდა განვმარტო, რომ არსად ჩასვლის პრობლემა არ არსებობს. მაგრამ აქ საუბარი იყო, რომ შეხვედრა უნდა მომხდარიყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან, მიმდინარე გამოძიებასთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

სამართლებრივად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად, ვერცერთ გარეშე პირს სიახლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვერ მივაწოდებთ.

გამონაკლისი ამ შემთხვევაში ოჯახია, ვინაიდან მათ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური ინტერესი აქვთ.

სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ პანკისის ხეობაში არ ჩავედი, უხუცესებს არ შევხვდი და ვერც შევხვდებოდი იმიტომ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრაში მე სამართლებრივად მონაწილეობას ვერ მივიღებ და ვერცერთი პროკურორი ვერ მიიღებს მსგავს ფორმატში მონაწილეობას“, -აღნიშნა შოთაძემ.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში 26 დეკემბრის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამო პანკისის უხუცესებმა მოითხოვეს მთავარი პროკურორის ჩასვლა და მათთან დალაპარაკება გამოძიების შესახებ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი