უკან
სამართალი
31 მაისი, 2018 16:10
ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობა არ გამორიცხა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ არ გამორიცხა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში სხვა პირებს მიეღოთ მონაწილეობა. - ასე უპასუხა შოთაძემ ჟურნალისტის შეკითხვას.
„მე არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს პროცესი გაგრძელდება და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაზეც ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ ჩასატარებელია, ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.