უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 მაისი, 2018 16:20
font-size

ირაკლი შოთაძემ ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გახსნა

პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღის და საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გახსნა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი ჰან მორაალი, ლიეტუას, უკრაინის, ბელორუსის, სომხეთის რესპუბლიკების მთავარი პროკურორები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს პროფესიული დღე, საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილე და ახალი შენობის გახსნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა სტუმრებს ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალ შენობაში „იუნისეფის“ ფინანსური მხარდაჭერით გახსნილი სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, ბავშვზე მორგებული გამოკითხვის ოთახი წარუდგინა და საქართველოში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარების გზაზე აღნიშნული სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობას საძირკველი 2017 წლის თებერვალში ჩაეყარა. მანამდე საოლქო და რაიონული პროკურატურა 1949 წელს აშენებულ, ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. ახალი, ოთხსართულიანი შენობა, რომელიც საქართველოს პროკურატურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 1400 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სპეციალურად 100 წლის იუბილესათვის გამოცემული ჟურნალი გადაეცათ, რომელშიც რეფორმის შემდგომ, 2016-2017 წლებში საქართველოს პროკურატურის მიღწევები, გამოწვევები და წარმატებებია ასახული.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი