უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მარტი, 2018 16:10
font-size

ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ 45 დღე გავიდა და არავინ შემხმიანებია - თემირლან მაჩალიკაშვილის მამა

პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს. მას ადგილობრივები, უხუცესები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ესწრებიან.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ 45 დღე გავიდა, თუმცა არავინ არ შეხმიანებია.

„არ აღიარებენ, რომ შეცდომა მოუვიდათ და საქმეს წელავენ. ირაკლი შოთაძე შეხვედრისას დამპირდა, რომ ერთ კვირაში საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გამაცნობდა და მეცოდნებოდა, რა მტკიცებულებებით ხელმძღვანელობენ, თუმცა 45 დღე გავიდა და არავინ შემხმიანებია. პრინციპში, აღარც ნდობა მაქვს და აღარც რაიმეს მოლოდინი. თემირლანი არის დაზარალებული, სპეცრაზმელებს მისამართი შეეშალათ. არ ვაპირებ გაჩერებას, სამართლებრივი გზით სიმართლეს მაინც დავადგენ“, -თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. ის სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს, თუმცა 10 იანვარს ის გარდაიცვალა.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი