უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
ირაკლი ალასანია: ჩვენ გავიმარჯვებთ სამეგრელოში და ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველოში 10.05.2012 23:28

დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე, ლევან იზორია და გოგლა ჟვანია ამომრჩეველს სენაკის კულტურის სახლში შეხვდნენ.

კოალიციის წევრ “თავისუფალი დემოკრატების” ინფორმაციით, ადგილობრივმა გამგეობამ კულტურის სახლის გარდა, სხვა დარბაზის გამოყოფაზე უარი განაცხადა. იმ დარბაზში კი, რომელიც მხოლოდ სამას ადამიანს იტევს, ორჯერ მეტი მოქალაქე მივიდა. პარტიის ცნობით, სენაკელი მხარდამჭერები სცენაზე, კიბებზე და კულისებში იყვნენ განთავსებულნი.

„დამფრთხალი ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, რომ არ მოსულიყო ხალხი, აქ მაინც მოვიდა ყველა სოფლის, ყველა უბნის წარმომადგენელი, რათა მოესმინათ და გაეგოთ თუ რას სთავაზობს მათ „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ ეს არის სკოლა ყველა სოფელში, უფასო მკურნალობა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ძლიერი სოფელი და დასაქმებული საქართველო. ჩვენ გავიმარჯვებთ სამეგრელოში და ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველოში“, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სენაკელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.