უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 აგვისტო, 2016 12:00
font-size

ირაკლი ალასანია სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

ირაკლი ალასანია ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ - ქეთევან ენუქიძესთან ერთად ქეთევან წამებულის #71-ში, ყოფილი მე-9 სამხედროქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ირაკლი ალასანიას გამოჩენამ ვეტერანების გაოცება გამოიწვია, რამაც ეს სპონტანური შეხვედრა კიდევ უფრო უშუალო და გულწრფელი გახადა. ვეტერანებს შორის რამდენიმე მისი თანამებრძოლიც აღმოჩნდა. ვეტერანებმა მადლიერება გამოთქვეს ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმების, სოციალური დაცვის პაკეტის შექმნის გამო.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა თითქმის ერთი საათი დაჰყო მათთან, თუთოეულის საცხოვრებელი პირობები ნახა, ყველას პრობლემა და სატკივარი მოისმინა.

ვეტერანებმა შეხვედრის დროს განსაკუთრებული სიმწვავით გაუსვეს ხაზი იმას, რომ უმთავრეს პრობლემას მათთვის უაღრესად მძიმე საცხოვრებელი პირობები წარმოადგენს. ტერიტორია კი რომელზეც ისინი ცხოვრებენ 2007 წელს ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, ხოლო 2008 წელს იყიდეს ილია კოკაიამ (დღეს ის, როგორც საინიაციატივო ჯგუფის კანდიდატი, კენჭს იყრის ზესტაფონში) და გიორგი კაპანაძემ. ვეტერანებს ყველაზე მატად აწუხებთ ის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული მობინადრეების ალტერნატიული ფართით ან ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა.

კანონიერი მფლობელის ნებისამებრ, აქ მცხოვრებ ვეტერანთა და მოქმედ სამხედრო პირთა 30 ოჯახს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი. შენობა, რომელსაც საძირკველიც არ აქვს, თანდათან ინგრევა.

ვეტერანებმა პარტიის ლიდერს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცნობეს, რომ პრობლემის მოგვარების ბერკეტი დღეს მხოლოდ მდუმარე ხელისუფლებას აქვს, მაგრამ ვეტერანებმა ისიც აღნიშნეს, რომ არაფერის იმედი არ აქვთ და დახმარებითვის ირაკლი ალასანიას მიმართეს.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი