უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
რეგიონები
ირაკლი ალასანია სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა 04.07.2012 17:17

პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა.

მან მოსახლეობას "ქართული ოცნების" განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროების ხელშეწყობისა და დასაქმების პროგრამა გააცნო და სენაკში ,,კარდაკარის“ ერთ–ერთ კოორდინატორზე პოლიციის მხრიდან ზემოქმედების ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.

,,სენაკის რაიონში პოლიციის თანამშრომლები აკავებენ ,,კარდაკარში“ მონაწილე ჩვენს აქტივისტებს. ეს არის მიუღებელი, ეს არის პოლიტიკური პროცესისთვის ხელის შეშლა და მე მინდა მოვთხოვო უწყებათშორის კომისიას, ყურადღება მიაქციოს, რომ არავის შეეშალოს ხელი პოლიტიკური პროცესის წარმართვაში. მთავარია ობიექტურობა დაიცვას ყველამ. ხელისუფლების მიზანია ჩვენი წონასწორობიდან გამოყვანა, თუმცა ჩვენ მშვიდად განვაგრძობთ კამპანიას და ნაციონალურ მოძრაობას აუცილებლად დავამარცხებთ", _ განაცხადა ალასანიამ.