უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2022 17:01
font-size

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი არის არაადეკვატურობის მწვერვალი - ალეკო ელისაშვილი

ნუთუ ვერ ხედავენ, რა ხდება ჩვენ გარშემო? ყველგან ომია, ყველა ჩვენი მეზობელი იბრძვის. ასეთ დროს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ფულის დახარჯვა რომ არ გვინდა, ეს რას ნიშნავს? ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტების კითხვას კითხვით პასუხობს.

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ლიდერს მიაჩნია, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორადაა გადანაწილებული.

„ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ და თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე გაცილებით მეტი უნდა იხარჯებოდეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ომის საფრთხე არსებობს. ,,უბრალოდ აღმაშფოთებელია, თუ როგორ ანაწილებს მთავრობა პრიორიტეტებს. ეს არ არის საომარი მდგომარეობის ბიუჯეტი. თუ გადავხედავთ რა ხდება ჩვენ გარშემო, ყველგან ომია, ყველა ჩვენი მეზობელი იბრძვის, ჩვენს გარშემო ყველაფერი ინგრევა. რატომ გვგონია, რომ ისლანდიის ან ახალი ზელანდიის ტერიტორია ვართ, სადაც 500 წელია ომი არ მომხდარა? ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გუშინ გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, შევიდა თუ არა რუსეთში საქართველოდან 22 ტონა ასაფეთქებელი და ამ ასაფეთქებლით აფეთქდა თუ არა რუსეთის ყველაზე სტრატეგიული ობიექტი - ყირიმის ხიდი. ამაზე რომ საუბრობ და მერე იძახი, ჩვენთან სიმშვიდეა და ქვეყნის განვითარება და აყვავება მიდის, ეკონომიკა აღორძინდა და არანაირი პრობლემები არ გვაქვს, ეს არაადეკვატურობაა. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი არის არაადეკვატურობის მწვერვალი. ახლა თუ რამე გვაქვს გასაძლიერებელი, ესაა თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა. სომხეთის მომდევნო წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ ორასი მილიონი დოლარი, ჩვენზე სამჯერ მეტი. აღარაფერს ვამბობ აზერბაიჯანზე, რომელსაც 30 წელზე მეტია რამდენიმე მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი აქვს და შედეგიც აქვს. ალიევმა ის განახორციელა, რაზეც ჩვენ ფიქრსაც კი ვერ ვბედავთ სამაჩაბლოსთან და აფხაზეთთან მიმართებაში - ტერიტორიები დაიბრუნა. ყველა სცენარისთვის და ყველანაირი გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ. ძალიან დაუცველია ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, კაცობრიობის აქსიომაა - ჩაგრავენ იმას, ვინც არის სუსტი. რუსეთს რომ სცოდნოდა, რომ უკრაინა ასეთი ძლიერია, თავს არასოდეს დაესხმებოდა. იმისთვის, რომ არ ვიყოთ სუსტები, ფული უნდა დავხარჯოთ სწორად. როცა 6 მილიარდს ხარჯავ ინფრასტრუქტურაზე და თავდაცვაზე მილიარდს, ე.ი. ვერ ხვდები, სად ცხოვრობ. ნუთუ ვერ ხედავენ, რა ხდება ჩვენ გარშემო? ასეთ დროს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ფულის დახარჯვა რომ არ გვინდა, ეს რას ნიშნავს? ბატონ კაკაურიძეს შევახსენე ისტორიული ფრაზა, რომ თუ ფულის დახარჯვა გენანება საკუთარ ჯარზე, მოგიწევს სხვისი ჯარის შენახვა და სხვის ჯარზე ფულის დახარჯვა, რაც მე არ მინდა“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი