უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 აგვისტო, 2016 15:10
font-size

ირაკლი კობახიძე – სარჩელის შეცვლა შეიცვას კანონიდან მძიმე გადაცდომის ნიშნებს

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე და იმ მოსამართლეებზე საუბრობს, რომლებიც მისი თქმით, პოლიტიკურ კონვინქტურას ექვემდებარებიან.

ირაკლი კობახიძის თქმით, რუსთავი 2-ისა და ე.წ. კაბელების საქმეზე სარჩელის შინაარსის არსებითი შეცვლა დანაშაულის ნიშნებს ატარებს და აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული შესაბამისი უწყებების მიერ.

,,შეიცვალა სარჩელი, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2-ის საქმესა და კაბელების საქმეს და ამ სარჩელის შეცვლა შეიცვას კანონიდან მძიმე გადაცდომის ნიშნებს. კანონით პირადაპირ არის აკრძალული სარჩელის შინაარსის არსებითი შეცვლა. ამ შემთხვევაში პირდაპირ დაირღვა კანონი და სწორედ არსებითაც შეიცვალა სარჩელის შინაარსი და მიეწოდათ მოსამართლეებს. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება. ამ გადაცდომას მოჰყვა სხვა, კიდევ ერთი მძიმე გადაცდომა”, –განაცხადა ირაკლი კობახიძემ ,,პრაიმტაიმნიუსის” პრესკლუბში.

ირაკლი კობახიძე სარჩელების შეცვლის თაობაზე დასკვნის მომზადებისთვის ჩანიშნული სხდომის გადადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” შეეცდება განახორციელოს გარკვეული ტიპის ზეწოლა მოსამართლეებზე.

,,23 აგვისტოს კონკრეტულ ჯგუფს დაევალა დასკვნის მომზადება სარჩელის შეცვლის შესახებ. ეს დასკვნა მომზადდა, მომზადდა ალტერნატიული დასკვნა. 23-ში ჩაინიშნა პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო სწორედ ეს დასკვნები. 9-ვე მოსამართლე იყო დაბარებული, 9-ვე შეიკრიბა ბათუმში და გაურკვეველი მიზეზით, ეს მიზეზი არ აუხსნია არავის სხდომა გადაიდო. არანაირი საფუძველი სხდომის გადადების არ არსებობდა და ასეთ პირობებში სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც სხვა მოსამართლეებთან ერთად დაქვემდებარებულია პოლიტიკურ კონვიქტურას, გადადო სხდომა.

ჩნდება კონკრეტული ეჭვი, რომ პაპუაშვილი დარწმუნდა, რომ მას არ ჰქონდა უმრავლესობა სასამართლოში, რაც არ აძლევდა საშუალებას მას პლენუმის მიერ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება დაფიქსირებულიყო და სწორედ ამის გამო მოხდა სხდომის ჩაშლა, გაურკვეველი, გაუცხადებელი მიზეზით. ჩნდება ეჭვი იმისა, რომ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელსაც აქვს გავლენა კონკრეტულ მოსამართლეებზე, მისი გავლენის ქვეშმყოფი მედიასაშულებებით, განახორციელოს გარკვეული ტიპის ზეწოლა მოსამართლეებზე და შეძლოს რაიმე ფორმის მათთან სასურველი დასკვნის მხარდაჭერა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი