უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
ირანელი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოს ორმუზის სრუტის ჩაკეტვის ინიციატივით მიმართავს 21.07.2012 17:56

ირანელი დეპუტატი კარიმ კოდუსი ორმუზის სრუტის ჩაკეტვას ითხოვს. მან შესაბამისი კანონპროექტიც მოამზადა და ირანის საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა.

დეპუტატი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მის ინიციატივას პარლამენტართა უმეტესობა იზიარებს. კოდუსის თქმით, ორმუზის სრუტის ჩაკეტვა იქნებოდა ირანის ადეკვატური პასუხი დასავლეთის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე.

როგორც ცნობილია, ორმუზის სრუტის ჩაკეტვა ნავთობის ტრანსპორტირებას შეაფერხებს.