უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 იანვარი, 2018 17:50
font-size

ირანის საელჩოსთან ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, ირანის საელჩოსთან ერთდროულად ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ერთი აქციის მონაწილეები ირანში დაწყებული პროტესტის შინაარსს იზიარებენ, მეორე აქციის მონაწილეები კი გმობენ ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებებს. ინფორმაცაის ,,პირველი არხი“ ავრცელებს.

ირანის სასულიერო ლიდერისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან აქვთ კრიტიკული შინაარსის მქონე პლაკატები, რასაც კონტრაქციის წარმომადგენლები ირანელი ხალხის შეურაცხყოფად აფასებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აკრძალონ მსგავსი ფორმით აქციის ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებითაა გამოწვეული.

ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა.

საკვანძო სიტყვები:

28 სექტემბერს, „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ 28 სექტემბერს გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი თბილისის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქ

აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

კოალიცია „განათლება ყველასათვის-საქართველო“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა აგრძელებს. საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯ

პრაღაში გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ პრეზენტაცია გაიმართა

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

პრაღაში, გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ ჩეხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მკითხველს იმ ადამიანების განცდებზე მოუთხრობს, რომლებმაც სიკვდილისგან თავის დასაღწევად, 1993 წელს ჭუბე

N74 ბაგა-ბაღში სკოლამდელი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ დაინერგება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების პროგრამებში ნეიროპლასტიურობის მეთოდიკის ინტეგრირება. ნეიროპლასტიურობა და

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერი, 2018 , 16:30

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. „დღეს, დილით 08:30-ზე ავჭალა-დიდუბის გადასარბენზე, ახალგაზრდა ქალი ლიანდაგზე გადად

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`