უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 მარტი, 2026 18:10
font-size

ირანს აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და გაერო-ს ქარტიით - საქართველოში ირანის ელჩი

ირანს ომი არ დაუწყია. როგორც 2025 წლის ზაფხულში, ისე 2026 წლის ზამთარში ჩვენ ვიყავით ჩართული მოლაპარაკების პროცესში და უცებ აღმოვჩნდით თავდასხმის ობიექტი , - ამის შესახებ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ამ საომარი ოპერაციების დაწყებისთანავე, მე მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში. საგარეო უწყებაშიც განვაცხადე, რომ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, ჩვენი შეიარაღება გვაძლევს საშუალებას, თუნდაც ერთი საათის განმავლობაში, ჩვენ მოვახდინოთ ძალების მობილიზება და დავიცვათ ქვეყანა, რომლის ფართობი მილიონ 600 ათასი კვადრატული კილომეტრია“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

მისივე თქმით, ომის დაწყებამდე, ორი თვის განმავლობაში რეგიონის ქვეყნებთან გვქონდა კომუნიკაცია, გავაფრთხილეთ და საქმის კურსში ჩავაყენეთ, რა შედეგები მოჰყვებოდა ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის დაწყებას.

“ასეთივე მესიჯები არა მარტო ჩვენს სამხრეთელ მეზობლებთან, არამედ კავკასიელ მეზობლებთანაც მივიტანეთ. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენი აწ განსვენებული თავდაცვის მინისტრი ბაქოში შეხვდა პრეზიდენტ ალიევს და ორი დღით ადრე ირანში იმყოფებოდა ასევე სომხეთის თავდაცვის მინისტრი. ზოგადად, ჩვენ ყველა მეზობელ ქვეყანას ცალსახად და ღიად განვუცხადეთ, რომ ამ ქვეყნების მხრიდან ირანის წინააღმდეგ თუკი იქნება რაიმე ნაბიჯი გადადგმული, ირანი შესაბამის პასუხს გასცემს. მათ განაცხადეს, რომ მათი საჰაერო სივრცე, ტერიტორიები, საზღვაო აკვატორია არანაირად არ გადაეცემა ამერიკას, რომ ამერიკამ გამოიყენოს ისინი ირანის წინააღმდეგ.

ჩვენ როდესაც გავიგეთ, რომ ამერიკის ბომბდამშენები ქუვეითიდან იღებდნენ სტარტს, მივიღეთ გადაწყვეტილება, სწორედ ის ადგილი დაგვებომბა.

სამწუხაროდ, ამერიკამ ბოროტად გამოიყენა ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები ირანის წინააღმდეგ. ჩვენი თავდასხმების ობიექტს არ წარმოადგენს კონკრეტულად მეზობელი ქვეყნები, არამედ ამ მეზობელ ქვეყნებში განლაგებული ამერიკის სამხედრო ბაზები, ლოჯისტიკური ცენტრები და დაზვერვის ობიექტები. ირანი არ არის ისეთი ქვეყანა, სტრუქტურა, რომელიც შეიძლება, სუსტად ჩათვალო და საომარი ოპერაციებით დააჩოქო.

ირანს აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და გაერო-ს ქარტიით. ჩვენ, პირველ რიგში, ვიცავთ ჩვენს ტერიტორიას, მიწა-წყალს და ღირსებას.

საქართველოში ტანისამოსის ერთ-ერთი ატრიბუტი იყო ხანჯალი, ხმალი, რადგან ყოველთვის იყო ომებში, დაპირისპირებებში. ქართველი ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყო თავდაცვისათვის. ჩვენც მიგვაჩნია, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის.

ისეთ დროს, როდესაც კვლავ გრძელდება უკრაინის ომი, რეალისტური შეფასების არარსებობამ შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანოს. საზღვაო გადაზიდვები შეფერხებულია, ლათინურ ამერიკაში ადგილი აქვს პოლიტიკურ კრიზისებს, დაწყებულია ერთგვარი ტარიფების ომი მსოფლიო ეკონომიკაში და ასეთ სიტუაციაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონის აფეთქება ერთგვარ დომინოს პრინციპს გამოიწვევს და შეიძლება ძალიან ბევრ რეგიონს მოედოს.

სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერაფერს აკეთებენ. დაბომბვების დროს, ერთ-ერთი ობიექტი იყო გოგონათა სკოლა, სადაც 158 ბავშვი დაიღუპა, დაიბომბა მუზეუმი, რომელიც იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ჩამონათვალში იყო შეტანილი. იუნესკო-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია რაიმე განცხადება. შესაძლოა, მსგავსი შემთხვევები კვლავ განმეორდეს“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს

13 მარტი, 2026 , 08:52

ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.   ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმ

„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

12 მარტი, 2026 , 15:53

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად:ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელ

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე

12 მარტი, 2026 , 15:28

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ

მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა

10 მარტი, 2026 , 12:49

მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. &bdqu

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს

10 მარტი, 2026 , 11:55

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიტანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევი

ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა

10 მარტი, 2026 , 11:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი