უკან

ეკონომიკა

10 ოქტომბერი, 2017 10:10
font-size

ირანთან ეკონომიკური ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი - გიორგი გახარია

,,ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ მესამე ბაზრებზე წვდომაში. ირანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ 80 მილიონიანი ბაზარი, მისი საშუალებით შეგვიძლია უფრო ფართო რეგიონზე გავიდეთ, საქართველო კი პირდაპირ სთავაზობს ირანულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნის პირობებში, ისარგებლონ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს შეიძლება იყოს ევროკავშირი და ყველა მეზობელი ქვეყანა“.- ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ირანის კოოპერაციის შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრთან ალი რაბიისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

გიორგი გახარიას თქმით, მინისტრთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სატრანსპორტო კორიდორებსაც, რასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის განვითარების თვალსაზრისით.

ირანის კოოპერაციის შრომის და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა დღეს ოფიციალურად გაიხსნება.

პარალელურად, ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება ბიზნეს ფორუმიც. მხარეები ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების, განათლებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის 48%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ირანიდან იზრდება ტურისტული ნაკადებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 9 თვეში, ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 127%-ით არის გაზრდილი.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავ

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

16 ივლისი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორი

აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

16 ივლისი, 2019 , 16:25

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. ს

ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 56.78 მლნ, რუსეთიდან - 34.78 მლნ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი

15 ივლისი, 2019 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ივნისის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მლნ აშშ დოლარი (398.8 მლნ ლარი) შეადგინა,

ეროვნული ბანკი ივნისში ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს

15 ივლისი, 2019 , 15:30

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2019 წლის ივნისის მდგომარეობით. ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიული ინფორმაცია/პრესრელიზი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნ

Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

15 ივლისი, 2019 , 15:30

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს