უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
ირანთან ომი ამერიკის ეკონომიკას გააჩანაგებს - ზბიგნევ ბზეჟინსკი 21.07.2012 16:27

ცნობილი ექსპერტის, ზბიგნევ ბზეჟინსკის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემთხვევაში ამერიკის ეკონომიკა გაჩანაგდება. ექსპერტის შესაბამისი განცხადების შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო “ფარსი” აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, ბზეჟინსკის ვარაუდობს, რომ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემთხვევაში სამხედრო შეტაკებები რამდენიმე წელზე გაიწელება, რაც ნავთობის ფასის ზრდას გამოიწვევს.

ექსპერტის თქმით, ამერიკის გადასახადების გადამხდელები უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ ახლო აღმოსავლეთში ამ ომის წარმოების შემთხვევაში მათ გალონ (თხევადი და ფხვიერი სხეულების საწყაო, აშშ-ში ერთი გალონი 3,78 ლიტრს უდრის) ნავთობში 10 დოლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ.