უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 თებერვალი, 2017 16:20
font-size

ირლანდიელი მეწარმეები საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაეცნენ

ირლანდიაში საქართველოს საელჩოში, ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა გააცნო საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში ბიზნესის წარმოების მხრივ არსებული შესაძლებლობები, მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და საქართველოს რეგიონალური და სატრანზიტო მნიშვნელობა. ამასთან, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა სხვადასხვა წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციაზე და ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ცალკეულ სექტორებზე - საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგზე, ენერგეტიკაზე და სხვ.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია საქართველოს საელჩოსა და ირლანდიაში მოქმედი სავაჭრო პალატის - ირლანდია-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატა „i-Cham“ ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა და მას ირლანდიის ბიზნეს გაერთიანებებისა და სხვადასხვა სექტორებში (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, საკონსულტაციო და ფინანსური მომსახურება, ენერგეტიკა, ღვინის იმპორტი და ა. შ.) მოქმედი ირლანდიური და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი