უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 დეკემბერი, 2017 13:45
font-size

ირმა ინაშვილი კიბერპოლიციის ფორმირების ინიციატივით გამოდის

,,პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას ეხმიანება და კიბერპოლიციის ფორმირების ინიციატივით გამოდის.

,,მრავალი წელია ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას ე.წ. კიბერპოლიცია, რომელიც ინტერნეტში, კონკრეტულად, სოციალურ ქსელებში ჩადენილ დანაშაულზე იმუშავებს: სიცოცხლის ხელყოფის მუქარა, პირადი საუბრების თუ მიმოწერის გამოქვეყნებით შანტაჟი, დამცირება... ეს დანაშაულთა მხოლოდ ზოგადი ჩამონათვალია. როცა ამ ტიპის დანაშაული რეალურ სივრცეში ხდება, იქ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მექანიზმი მოქმედებს, "ფეისბუქით" თუ დაგემუქრებიან, განა ეს მუქარა არ არის? ამ მხრივ კანონმდებლობა დასაზუსტებელი და დასახვეწია.

ახალგაზრდობის უმრავლესობა სოციალური ქსელის მომხმარებელია და ვიდრე კონფლიქტი ქუჩაში გადავა, ის, როგორც წესი, აქ... ამ სივრციდან იწყება. სხვადასხვა სკოლების მოსწავლეთა მშობლებმა ამ 1 წლის მანძილზე არა ერთი ისტორია მიამბეს, როგორ აშანტაჟებენ სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სოციალურ ქსელებში. რა დიდ ტრაგედიასთანაა ეს კავშირში. ზოგიერთი მოზარდი ფაქტის გახმაურებასაც ვერ ბედავს. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი,- ეს სულ სხვა ფორმატია. მე კონკრეტულად, კიბერპოლიციის მძლავრი სამსახურის ფორმირებაზე ვსაუბრობ”, - წერს ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

გიორგი ვაშაძე ავტოიმპორტიორებთან დაკავშირებით მთავრობას 3 მოთხოვნით მიმართავს

13 ივლისი, 2020 , 14:37

დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდნენ ძირითადი მყიდველები საქართველოში, მიეცით ე.წ. კოვიდ პასპორტი, რათა შემოვიდნენ ქვეყანაში და შეძლონ ავტომობილების შეძენა. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შ

საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის - ილია მეორე

13 ივლისი, 2020 , 14:21

ჩვენ, როდესაც ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე აწმყოზე და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებულ მფარველობის ქვეშ არის, ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლ

დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა

13 ივლისი, 2020 , 13:16

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შე

ქუთაისის აეროპორტიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება

13 ივლისი, 2020 , 12:29

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების&ldqu

კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია - მარინა ეზუგბაია

13 ივლისი, 2020 , 11:33

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია. მისივე თქმით, მათ კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

13 ივლისი, 2020 , 10:50

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სვეტიცხო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე