უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 დეკემბერი, 2016 15:30
font-size

ირმა ინაშვილი - კობა გვენეტაძეს: გეყოთ ვაჟკაცობა და ღიად უთხარით მოსახლეობას, რომ ლარი ავა სამამდე

ან გამოსავალი შემოგვთავაზეთ, ან გეყოთ ვაჟკაცობა, ღიად უთხარით მოსახლეობას, რომ ლარი ავა სამამდე, ან გადადექით და წადით, - ასე მიმართა ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

”ჩვენ მივმართეთ მთავრობას რეკომენდაციით, რომ შეიმუშაოს გეგმა, რათა წლიური საბანკო პროცენტი დაწეული იყოს 3-4%-მდე. დღეს არის კაბალურად დიდი პროცენტი საქართველოში. ჩვენც ვმოგზაურობთ, დავდივართ მსოფლიოში, ვიცით, იქ არსებული საპროცენტო განაკვეთები, ვიცით საბანკო მომსახურეობის არსი და ასეთი მაღალი პროცენტი არსად არ არის. ფიქრობთ თუ არა ამაზე, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში პროცენტმა დაიწიოს 3-დან 4%-მდე? იმასაც შეგახსენებთ, რომ არაერთ ქვეყანაში ყოფილა გამოყენებული ეს მექანიზმი, მაგალითად, აშშ-ში და საკმაოდ ეფექტური იყო ეს გზა. ყურადღებით ვუსმენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის გამოსვლებს და მეჩვენება კი არა და ვხედავ, რომ სხვა პლანეტაზე იმყოფებით”, - აღნიშნა ინაშვილმა.

,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდა, ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან რეალური გამოსავალი დაასახელოს.

”დღეს თქვენ ვერ გვიყვებით და ვერ გვეუბნებით, რაშია გამოსავალი. საუბრობთ ფინანსურ სტაბილიზაციაზე, მაგრამ საუბრობთ თეორეტიკოსის პოზიციიდან და ჩვენ თეორიები ვერ გვიშველის. თქვენ რომ ფინანსურ სტაბილურობაზე ლაპარაკობთ, ქვეყანა გაქვთ თავზე დანგრეული, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, აქვს ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს. არ მინდა მაღალფარდოვანი სიტყვები და ციფრების ბრახა-ბრუხი, მოკლედ გვითხარით, რაშია გამოსავალი და როგორ დაასტაბილურებთ ლარს მოკლე ხანში? - ან გეყოთ ვაჟკაცობა და ღიად უთხარით მოსახლეობას, რომ ლარი ავა სამამდე, ან გადადექით და წადით”, - მიმართა ირმა ინაშვილმა კობა გვენეტაძეს.

ნინო ექვთიმიშვილი

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი