უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 იანვარი, 2017 11:30
font-size

ირმა ინაშვილი საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულ მეანაბრეებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულ მეანაბრეებს შეხვდა, სადაც არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ირმა ინაშვილი და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ ბიუროს სხდომაზე და პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, „პარლამენტის მონაწილეობით სამთავრობო კომისიის შექმნის საკითხს“ დააყენებენ.

„კომისიამ უნდა შეისწავლის რა ურთიერთობას ჰქონდა ადგილი და რა სქემას ჰქონდა ადგილი ეროვნულ ბანკსა და საფინანსო კომპანია „საქართველოს“ შორის“, - განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა მეანაბრეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოწვეული იყოს პარლამენტში და მეანაბრეების მხიდან მიეწოდოს ინფორმაცია და ასევე, დაიწყოს მოკვლევა საკუთარი ინსტიტუტის ფარგლებში, რა ურთიერთობას ჰქონდა ადგილი ეროვნულ ბანკსა და საფინანსო კომპანია „საქართველოს“ შორის. რა თქმა უნდა, აუცილებელია სახელმწიფომ, ხელისუფლებამ იზრუნოს იმისთვის, რომ მოხდეს ამ ზარალის კომპენსაცია“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა. მისივე თქმით, ზარალის კომპენსაცია შეიძლება სხვადასხვანაირი ფორმებით მოხდეს და მეანაბრეებს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ხედვები აქვთ, თუმცა მანამდე აუცილებელია გამოძიების დაწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, ფრაქცია დაზარალებულ მეანაბრეებს იურიდიულ დახმარებასაც უწევს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხები ქვეყანაში წყდებოდეს არა შიმშილობის გზით, არამედ კონსტრუქციული დიალოგის გზით. არ არის ცუდი, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები შეხვდნენ გუშინ მეანაბრებს და „ქართული ოცნებაც“ დაინტერესდა ამ თემით. რაც მეტი ფრაქცია დაინტერესდება, რაც მეტი მინისტრი, დეპარტამენტის უფროსი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთვება ამ საკითხის გადაწყვეტაში, მით უკეთესი“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი