უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 თებერვალი, 2017 16:20
font-size

ირმა ინაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი დღეს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, საქართველო-საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

„ელჩი დაინტერესდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით და იმ წვლილით, რაც „საქართველოს პატრიოტებს“ შეაქვთ ამ კომისიის მუშაობაში. ასევე დაინტერესდა პრეზიდენტის არჩევნების წესთან მიმართებაში ჩვენი პოზიციით. ვისაუბრეთ ფრაქციის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ კანონპროექტზეც, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყიდვის წესს ეხება “, - განაცხადა ირმა ინაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრზე ისაუბრეს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ საფრანგეთი არაერთ პროექტს ახორციელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში იმისათვის, რომ ამაღლდეს ფერმერების განათლების დონე. ყურადღება დაეთმო ასევე მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების განვითარებას, რაც ფრიად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს მსგავსი ქვეყნების განვითარებისათვის და აღინიშნა, რომ ამ დარგში საქართველო და საფრანგეთი აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტსა და საფრანგეთის სენატს შორის ურთიერთობის გაღმავებაზე, ფრანგი კოლეგების ჩართულობასა და მათი მხრიდან საარჩევნო სისტემის რეფორმირების ნაწილში გამოცდილების გაზიარებაზე. შევთანხმდით, რომ მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო ურთიერთობა. ვარ საქართველო-საფრანგეთის მეგობრობის ჯგუფის წევრი და ამ ფორმატშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`