უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 ნოემბერი, 2016 14:55
font-size

ირმა ქავთარაძემ „ექსპო ჯორჯიაში“ ორი საერთაშორისო გამოფენა გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ორი საერთაშორისო გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართა.

ირმა ქავთარაძესთან ერთად, გამოფენის გახსნაში მონაწილეობდა ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი.

საერთაშორისო გამოფენებში Elcomm Caucasus 2016 და Aquatherm Tbilisi 2016 ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, ტელეკომუნიკაციების, გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირების, წყალმომარაგების, სანტექნიკისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მომუშავე 40-მდე კომპანია მონაწილეობდა. ისინი წარმოადგენდნენ საქართველოს, თურქეთს, ესპანეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, უკრაინას, რუსეთს, სომხეთს, ინდოეთს, ირანს, ჩეხეთსა და პორტუგალიას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის განცხადებით, ენერგოეფექტური მოწყობილობების, სისტემების და მასალების სექტორი საქართველოში ძალიან პერსპექტიული დარგია და ქმნის ახალი ტიპის პროფესიებს და ახალ სამუშაო ადგილებს.

„კლიმატის ცვლილებას ჩვენ ყველანი ვგრძნობთ და ამდენად, მნიშვნელოვანია, დავნერგოთ ახალი ტიპის სისტემები და მასალები, რომელიც ეფექტურად დაზოგავს არა მარტო ენერგიას, არამედ რესურსების სხვადასხვა სახეებს,“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშავდება მწვანე ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი. გარდა ამისა, მალე ხელი მოეწერება OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) მწვანე ზრდის დეკლარაციას. „ამით საქართველო გააკეთებს განაცხადს, რომ მოწინავე ქვეყნებს შორის ვართ და გვინდა სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ.

ორივე გამოფენის მიზანს საქართველოში უახლესი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების შემოტანა, ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს შორის საქმიანი პარტნიორობის სტიმულირება და შესაბამისი სექტორების განვითარება წარმოადგენს.

გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა მონაწილეთა საგამოფენო სტენდები დაათვალიერეს და გამოფენის მონაწილეებს გაესაუბრნენ.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი