უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2018 12:55
font-size

ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველოში ხორციელდება ამერიკისთვის სამაგალითოა -დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება და მიუთითებს, რომ საქართველო აშშ-სთვის გახლავთ მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირების მხრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის სამაგალითო და ჩვენ ვხდებით დასაყრდენი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის რეგიონში და რეგიონს მიღმა.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ამერიკის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიმართ არსებული ორპარტიული მხარდაჭერა.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სენატორ ლინდსი გრემთან, რომელიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინიციატივები ეკუთვნის.

„მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სენატორ ლინდსი გრემთან, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, ასევე იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი