უკან

კომენტარი

1 მარტი, 2017 16:35
font-size

ის მსესხებლები, რომელთაც ეს ვალდებულებები აქვთ დოლარში და შემოსავალი - ლარში, უფრო უკეთეს სიტუაციაში იქნებიან, თუ გალარებას გააკეთებენ - კობა გვენეტაძე

ვფიქრობ, რომ ის მსესხებლები, რომელთაც სესხები აქვთ დოლარში და შემოსავალი - ლარში, უფრო უკეთეს სიტუაციაში იქნებიან, თუ გალარებას გააკეთებენ, - განაცხდაა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გალარების პროგრამის მიმდინარეობაზე საუბრისას.

მისი თქმით, გალარების პროგრამა ნებაყოფლობითია და ყველა მომხმარებელმა ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

„ყველა განმარტებაში, იმ კალკულატორის მიხედვითაც, რომელიც განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, უკვე შესაძლებელია იმ დასკვნის გამოტანა, თუ რა ურჩევნია მომხმარებელს. რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტში უკეთესია, რომ როდესაც არის საშუალება სავალუტო რისკის მოშორება მოხდეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის მსესხებლები, რომელთაც ეს ვალდებულებები აქვთ დოლარში და შემოსავალი - ლარში, უფრო უკეთეს სიტუაციაში იქნებიან, თუ გალარებას გააკეთებენ. ეს არის ისევ და ისევ ის დაზღვევა, რომელიც მთავრობამ შესთავაზა მოკლე პერიოდში მომხმარებელს, რომლებსაც ლარის კურის გაუფასურების გამო სესხის დაბრუნება გაუჭირდა. რაც შეეხება ტემპებს, არ არის ძალიან მაღალი. დღესდღეობით დაახლოებით, 25 მილიონი დოლარი არის გალარებული. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთან, რათა მათ უფრო განმარტონ, თუ რას ნიშნავს ზოგადად გალარება, რა მნიშვნელობა აქვს მსესხებლებისთვის. ვფიქრობ, რომ უფრო იქნება გააქტიურება, რაც ბოლოსკენ წავა პროგრამა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი