უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აპრილი, 2019 13:02
font-size

ის რაც არ არის გაკრიტიკებული, არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, ყველაფერი დანარჩენი გატარებულია კრიტიკის ქარცეცხლში - ეკა ბესელია

პირადად მე ასეთ მკაცრ დასკვნას არ ველოდი. ეს ყალბი გულდამშვიდება მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ჰგავს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ერთადერთი, რაც მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას გაკრიტიკებული არ აქვს, მხოლოდ კანონპროექტის სათაურია, დანარჩენი ყველაფერი კი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული.

„გაკრიტიკებულია გამოცდების ნაწილი, ასაკი, კენჭისყრის პროცესი, შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შერჩევის ეტაპზე. ასევე ფარული კენჭისყრა, რომელიც გამორიცხავს დასაბუთებას. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ უნდა იყოს ინდივიდუალური დასაბუთება ყველა კანდიდატის შემთხვევაში. გაკრიტიკებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი. გაკრიტიკებულია მთლიანად პროცესი და პირდაპირ გამოყენებულია ისეთი ტერმინები, როგორიც არის ჩიხში შეიძლება შევიდეს კენჭისყრის პროცესი და აქედან გამოსავალი დანახული არ არის. ასევე გაკრიტიკებულია ინფორმაციის მოპოვების პროცესი და მითითებულია, რომ კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა იყო ხელმისაწვდომი პარლამენტისთვის, რომელიც ამ კანდიდატებს ირჩევს. გაკრიტიკებულია ის, რომ პროცედურების ნაწილშიც არ არის სიცხადე შეტანილი და ასევე მითითებულია, რომ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში უნდა იყოს დეტალურად და კარგად გაწერილი პროცედურა, შერჩევა რა პროცედურით უნდა მოხდეს. ყველა პრინციპი, ყველა კრიტერიუმი და ყველა ეტაპი რაც ამ კანონპროექტშია, შემოთავაზებულია ახალი ვერსია რეკომენდაციების სახით“, – განაცხდა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ყველაზე მძიმე ნაწილი არის ის, რასაც ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური ნაწილი უწოდა.

„სწორედ ეს პოლიტიკური ნაწილია არსებული ვითარების გათვალისწინებით, მაგრამ სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული. როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ესოდენ დაბალი ნდობა აქვს, ანუ საზოგადოების, პოლიტიკური წრეების და სამოქალაქო სექტორის ნდობა არ აქვს, პარლამენტს ეძლევა რეკომენდაცია, რომ ყველა მოსამართლე არ აირჩიოს ამ ეტაპზე და ახალმა პარლამენტმა მოახდინოს იმ მოსამართლეების არჩევა, რომელიც შეიძლება არჩეული იყოს გამართული პროცედურებით.

პირადად მე ასეთ მკაცრ დასკვნას არ ველოდი. ეს ყალბი გულდამშვიდება მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ჰგავს. მმართველ პარტიას მივმართავ, ნუ ემსგავსებით „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხდა ეკა ბესელიამ.

საკვანძო სიტყვები:

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო - სალომე ზურაბიშვილი

2 მარტი, 2021 , 19:02

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომ

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა

2 მარტი, 2021 , 17:43

მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. დაკავება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა, - ამის შესახებ წამყვანმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ფრენსის ფუკუიამამ &bdq

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია

2 მარტი, 2021 , 17:15

პრემიერის დღევანდელი რიტორიკა ცოტა შემაშფოთებელი იყო. ჯერ კიდევ სტუმარი გაცილებული არ იყო, როგორც კი წასული დაიგულა რჩეული რიტორიკა მიაყოლა. ძალიან ცუდად შეიძლება შემოტრიალდეს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობის

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი

2 მარტი, 2021 , 16:00

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, ეს საკითხები არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, - აცხადებს საპარლამენ

რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე

2 მარტი, 2021 , 16:00

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს და ეს დააზიანებს არა მხოლოდ ქართულ

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია

2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომ