უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ნოემბერი, 2020 11:40
font-size

ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი გზა შიმშილისკენ - დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ თავისი სულელური განცხადებებით და ქმედებებით ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რაც ჩვენში არასოდეს ყოფილა. ეკონომიკას მომავალი აღარ აქვს; ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი გზა შიმშილისკენ; სოციალური აფეთქება კი, ყველაზე მძიმე აფეთქება იქნება, იმიტომ რომ, შიმშილი ის მოცემულობაა, რომელიც ადამიანებს სახლში არ/ვერ დატოვებს. ამდენი მშიერი ადამიანი ქუჩაში კი, ეს იქნება კატასტროფა, ქვეყნის დანგრევა, აბსოლუტური უპერსპექტივობა.

მოკლედ, დღეს მივექანებით 90-იანი წლებისკენ, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ყველაფერი ვალშია და არც არანაირი დახმარების პერსპექტივა არსებობს და არც სამუშაო ადგილების შექმნის. ეკონომიკასთან მიმართებით „ოცნების მთავრობა“ გადაწყვეტილებას იმიტომ ვერ იღებს, რომ მათთვის ძირითადი მაინც პოლიტიკური შემადგენელი ნაწილია და არა ხალხთან მიმართებაში სწორი მოქმედება. ოპოზიცია კი იმდენად მიუღებელია მათთვის და განსხვავებული აზრის მოსმენა იმდენად უჭირთ, რომ არა მარტო „ამაყად“ აპირებენ ერთპარტიულ, კომკავშირულ პარლამენტში შესვლას, პანდემიის გავრცელებასაც კი, ოპოზიციას აბრალებენ! ანუ, როგორც ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს განსხვავებული აზრის მოსმენას, ზუსტად ისევე მოქმედებენ „ოცნების“ ჩინოვნიკები, მაგრამ ისინიც ხომ პატარა ბიძინები არიან", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე

16 იანვარი, 2021 , 15:40

გასული წლების განმავლობაში, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, თუმცა, ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკ

ვასილ მაღლაფერიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

16 იანვარი, 2021 , 15:00

ვასილ მაღლაფერიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ამავდროულად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს. მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება ყრილობაზე მიიღო. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი

ირაკლი კობახიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარე გახდა

16 იანვარი, 2021 , 14:45

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ სრული თანხმობით აირჩიეს. ირაკლი კობახიძე ამ დრომდე, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა. ყრილობაზე, რომელიც ექსპ

`ოცნების` ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი

16 იანვარი, 2021 , 13:20

“ქართული ოცნების” ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათი თქმით, მმართველი გუნდის წევრები კრიმინალები და ქურდები არიან, რომლებმაც ქართველ ხალხს არჩევნები წაართვეს. აქგივსტებმა ადგილზე მიიტანე

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ

16 იანვარი, 2021 , 13:04

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმა

დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ნიკა მელია

16 იანვარი, 2021 , 12:49

„რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა დაიჯერო, რომ გაიმარჯვებ,” - ამის შესახებ „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ფეისბუქში წერს. “დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ქართული ოცნება ყრილობას