კომენტარი


ის რაც მოხდა, კიდევ ერთი ნაბიჯია ჰქვია „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში - დავით სერგეენკო
ის რაც მოხდა, კიდევ ერთი ნაბიჯია იმ კამპანიის ფარგლებში, რასაც ჰქვია „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.
„2014 წელს გარკეული ჯგუფის მედიკამენტები გავიდა მაღალი კონტროლის ჯგუფში, ამავე წლის სექტემბერში რეცეპტის ინსტიტუტი აღდგა. 2015 წლის დასაწყისში კი ორი მინისტრის ბრძანებით ეს ჯგუფი შეიქმნა. გამომდინარე აქედან, „სააფთიაქო ნარკომანიის“ ინტრავენური ფორმა 95%-ით არის შემცირებული, თუმცა პრობლემა რჩება ტაბლეტირებული ფორმით. მსგავსი ნაბიჯები და ალბათ საკანონმდებლო ცვლილებიც იქნება საჭირო და ვფიქრობ, გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს, როგორიც მიიღო „სააფთიაქო ინტრავენურმა ნარკომანიამ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისათვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცა.
„დადგინდა, რომ სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე და მათ შორის არასრულწლოვან პირებზე სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალური კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზება, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას“, - აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.
საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს
26 თებერვალი, 2021 , 17:08
გირაოს არ იხდის, როგორ შეიძლება პოლიტპატიმარი დავარქვათ? - სანიკიძე მელიაზე
26 თებერვალი, 2021 , 16:56

თუ მელიას მიზანია იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ - ალუდა ღუდუშაური
26 თებერვალი, 2021 , 12:39

სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – შალვა ნათელაშვილი
25 თებერვალი, 2021 , 16:30

არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს იმის ამოღება - გიორგი ხელაშვილი
24 თებერვალი, 2021 , 15:30

ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა - გიგი უგულავა
24 თებერვალი, 2021 , 15:15