უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივნისი, 2017 13:50
font-size

ის, რომ ჩვენ არ გამოვეხმაურეთ ჟურნალისტთა მოთხოვნას, არის ტყუილი - სოფიო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ ჟურნალისტების ბარლდებას უპასუხა, რომ ის და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამოეხმაურნენ მედიაწარმომადგენელთა მოთხოვნას, მათ შეხვედროდნენ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.

კილაძის თქმით, ჟურნალისტების განცხადება არის ტყუილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მაშინ მიიღო, როცა თბილისში არ იმყოფებოდა.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ პასუხი არ გავეცით თავიანთ [ჟურნალისტთა] მოთხოვნაზე შეხვედრასთან დაკავშირებით არის ტყუილი. როდესაც მომივიდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს სურთ შეხვედრა, მე ფიზიკურად არ ვიყავი ქალაქში, ჩამოვედი 2 დღის შემდეგ. ამიტომ ის ფაქტი, რომ ჩვენ პასუხი არ გაგვიცია, არის ტყუილი“, - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, 2 ივნისს „საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ“ სხვადასხვა მედიორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად თბილისის პარლამენტთან აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა მიმართეს სოფიო კილაძესა და ირაკლი კობახიძეს, შეხვედროდნენ მათ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე სასაუბროდ.

ანა მებურისვილი

საია უარყოფითად აფასებს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას

29 მაისი, 2020 , 20:25

საია უარყოფითად აფასებს პლენუმის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშნასთან დაკავშირებით და მას როგორც უზენაესი სასამართლოს პლენუმის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს სანდოობისთვის

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

29 მაისი, 2020 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი და დედამიწის დღე . "1921

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1761 ლარი გახდა

29 მაისი, 2020 , 17:17

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:32

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყ

2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:10

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გან

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

29 მაისი, 2020 , 14:58

20 მაისს სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება.   სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვი