უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 დეკემბერი, 2019 14:00
font-size

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველო უკვე გრძნობს თავს ევროპული ოჯახის წევრად და ამის დასტურია ის მიღწევები, რაც უკვე გვაქვს - იქნება ეს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თუ ვიზალიბერალიზაცია.

„ჩვენ ძალიან გეგმაზომიერად მივდივართ ევროპისკენ, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გვაქვს გზა გასავლელი. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი ღონისძიება ახალგაზრდების ინიციატივით ეწყობა. როგორც იცით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ წამოიწყო ეს ინიციატივა და ესეც სიმბოლურია, რადგან სწორედ ჩვენი შვილები, მათი შვილები იქნებიან ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ყველა გაგებით და ჩვენ ამას გეგმაზომიერი საგარეო პოლიტიკით მივაღწევთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამინისტრო ევროპასთან მიახლოებისა და ჰარმონიზაციის რეფორმების ავანგარდშია და რეფორმებს ატარებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ხარისხის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტის ნაწილი.

„ძალიან ბევრი მიმართულებით რეფორმა შემიძლია დავასახელო, რომელზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ უფრო მეტად ვიყოთ ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებული და პრაქტიკულად მარტივად და ყველა ვალდებულებების შესრულებით თანდათან შევუერთდეთ ევროკავშირს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზეიმო განწყობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ჯერაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და არ გვაქვს საშუალება, რომ სრულიად საქართველომ - ერთიანმა, გაერთიანებულმა საქართველომ ერთად ვიზეიმოთ და ერთად აღვნიშნოთ ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია.

„თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმი, ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი, ვერ ხვდება დღევანდელ დღეს საკუთარ ოჯახთან ერთად, არის ძალიან მძიმე. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ ევროპისკენ. ევროპა ეს არის გზა მეტი დაცულობისკენ, ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ ამას ყველა ერთად მივაღწევთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი