უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2018 12:10
font-size

ის, რომ თამბაქოს ბიზნესისა და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „იბერია ტვ“-ისა და კომპანია „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, ის გამოხატავს ღრმა პატივისცემას ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში, თუმცა გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს.

„მქონდა შეხვედრა და გვქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და მის აქციონერებთან. მეორე, ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. თითოეულ სამუშაო ადგილს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს. სწორედ აქედან გამომდინარე, მოგეხსენებათ როგორი პოლიტიკა იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან, თუ სწორად მახსოვს, 11-ჯერ გადაუვადდა ამ კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან სანქციების გამოყენება, რომელიც ასეთ დროს დგება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ტენდენცია ძალიან ნეგატიური, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“-ის დავალიანებამ მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს.

როგორც პრემიერმა განმარტა, თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციზო გადასახადი, რომელიც ყველამ უნდა გადაიხადოს. მან აღნიშნა, რომ მედიაპლურალიზმი არის მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რომელსაც უფრთხილდებიან.

„არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. რაც შეეხება თამბაქოს წარმოებასა და კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესისა და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს.

გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და ფინანსთა სამინისტრო, ისევე როგორც შემოსავლების სამსახური, უნდა იყოს მაქსიმალურად განწყობილი, რომ თუ დავალიანება დაგროვდა, შეიქმნას გრაფიკი, რომელიც კომპანიას მისცემს საშუალებას, აწარმოოს თავისი საქმიანობა, გადაიხადოს გადასახადებიც და დაფაროს წარსული დავალიანებაც. მიდგომა გახლდათ სწორედ ასეთი და მგონი, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა გააკეთეს კონკრეტული განმარტება, 11-ჯერ მოხდა გადავადება“, – აღნიშნა ბახტაძემ.

რაც შეეხება „იბერიას“ მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება, ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ხელშეუხებელი არავინ არაა.

„დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გადადგამენ ნაბიჯებს, რაც არის გადასადგმელი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოში ხელშეუხებელი არ არის არავინ, ეს არის ყველაზე მთავარი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამის დემონსტრირება არაერთხელ მოახდინა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას - სალომე ზურაბიშვილი

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვარაუდით, თუკი არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს დაინიშნება, ეს ქართველ ემიგრანტებს პრობლემას შეუქმნის. „ჩემზე არ არის დ

აუდიტის სამსახური „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგო მოძრაობის ფინანსებს შეისწავლის

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო მოძრაობის ფინანსებს შეისწავლის. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაცეიებმა მიმართეს. „ნაციონალური

აშშ-ს ახალი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნული ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარი

ფინანსთა სამინისტროს პოზიცია არ პასუხობს მთავრობის პოლიტიკას და არ იმსახურებს სტუდენტების მხარდაჭერას -„ახალგაზრდა ადვოკატები“ -

14 ნოემბერი, 2018 , 16:35

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხრიდან სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორგანიზაციის საკანონ

საამაყოა,რომ ევროპარლამენტში საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით, შეფასდა როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა - მამუკა ბახტაძე

14 ნოემბერი, 2018 , 16:00

მინდა, გამოვეხმაურო რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს და ამასთან დაკავშირებით გუშინ ევროპარლამენტში გაკეთებულ ძალიან მნიშვნელოვან, საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ

ლევან იზორია GDRP-ის ფარგლებში 32-ე ბატალიონის დასკვნით საველე წვრთნას დაესწრო

14 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში დასკვნით საველე სწავლება ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე წვრთნებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`