უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 აგვისტო, 2020 17:55
font-size

ის შლეგი თეა წულუკიანი, იძახის, რომ იქ არ გამიკრანო - უგულავა

"ევროპული საქართველოს" ლიდერებს იუსტიციის სამინისტროსთან პლაკატების გაკვრა აუკრძალეს, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ ვერ განუმარტეს, რის საფუძვლით აჯარიმებდნენ "ევროპული საქართველოს" წევრებს. უგულავამ სამართალდამცველებს ჰკითხა, კონსტიტუციის რომელი მუხლის შესაბამისად მივიდნენ, რაზეც პოლიციამ უპასუხა: "საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად.. ვიცით ვისია ეს ღობე? შესაბამისი ნებართვა მოგცათ ვინმემ?"

ამის შემდეგ ადგილზე მუნიციპალიტეტის ინსპექციის მონიტორინგის სამსახური მივიდა და პარტიის გენერალური მდივანი ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო დააჯარიმა - "აღნიშნული ქმედება თბილისის იერსახის დამახინჯებაა". ცნობილია, რომ აჯარიმებდნენ პარტიის სხვა წევრებსაც, თუმცა მათ საჯარიმო ოქმები არ ჩაუბარებიათ.

გიგი უგულავამ კი მათ ასე უპასუხა: "რაც გინდა ის დაწერე, თქვენს ფურცელს გამოწერილს აქვს აბსოლუტურად ტუალეტის ქაღალდის ფასი. თქვენ ახლა აბუჩად იგდებთ კონსტიტუციას, ფეხქვეშ თელავთ კანონს"..

„ტილებივით რომ მოედო კრიმინალი და შეეზარდა სახელმწიფოს, მოდიან და ასე აჯარიმებენ ხოლმე პატარა ბავშვებს.. და ჩვენს აქტივისტებს. იმიტომ მოვედით აქ ჩვენ. მოვედით და ვეუბნებით, ესენი არღვევენ კონსტიტუციას, ესენი არღვევენ კანონს... ამ ხალხს აღარც კონსტიტუცია აინტერესებს, აღარც საარჩევნო კოდექსი აინტერესებს. არაფერი აინტერესებს ერთადერთი აქედან [იუსტიციის სამინისტროდან] რომ იყურება ის შლეგი თეა წულუკიანი, იძახის, რომ იქ არ გამიკრანო,“ - ამბობს უგულავა.

"ევროპული საქართველოს" გენერალური ლიდერის თქმითვე, პარტია სამართლიანობის აღდგენას სასამართლოს გზით ეცდება.

წყარო

ქუთაისში, სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სეიფი მოიპარეს, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაშ

პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის განაჩენების გადასინჯვისა და კანონიერი მესაკუთრისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული ი. გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენე

პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნ

მიხეილ რამიშვილი გამოძიებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს მიაწვდის

21 სექტემბერი, 2020 , 17:40

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აპირებს, გამოძიებას მიაწოდოს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმეა.  რამიშვილის ცნობით, ეს პირი სახელმწიფო უსაფრთხოებ

პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე. როგორც პაატა ბურჭულაძე წერილში აღნიშნავს, ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.