უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 ივლისი, 2018 10:55
font-size

ისე გამოვიდა, რომ გვენეტაძეც მე ვარ, შოთაძეც, ლამის, გახარიაც და გამოდის, ვინც ვყოფილვარ, მე ვყოფილვარ - თეა წულუკიანი

ისეთი ამბავი ატყდა, ისე გამოვიდა, რომ გვენეტაძეც მე ვარ, შოთაძეც, ლამის, გახარიაც და გამოდის, ვინც ვყოფილვარ, მე ვყოფილვარ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ასე არ შეიძლება. ყველას ჩვენ-ჩვენი ვალდებულებები გვაქვს და ყველა თავის მაქსიმუმს ასრულებს. „პროკურატურის შესახებ კანონის“ მე-8 მუხლში ჩვენ ჩავწერეთ, რომ იუსტიციის მინისტრს უფლება არ აქვს, ინდივიდუალურ გამოძიებაში ჩაერიოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, რა ხდება პროკურატურაში და აქვს თუ არა პასუხი მას, როგორც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს იმაზე, რაც ტრიალებს პროკურატურაში ახლა, რადგან ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, რომელიც მან თანამდებობიდან წასვლისას შეაქო, განაცხადა, რომ ყველა ის პირი, ვისი პასუხისმგებლობაც ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზეა გამოკვეთილი, პასუხისგებაში უკვე მიცემულია. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, იმას, რაც ირაკლი შოთაძემ თქვა, ნებისმიერი ქვეყნის მთავარი პროკურორი იტყოდა, რადგან 24 მაისს ის ნივთმტკიცებები იყო, რაც იყო.

მისი თქმით, პროკურატურის მიმართ დღეს გაცილებით მეტი ნდობის ხარისხი არსებობს, ვიდრე სასამართლო სისტემის მიმართ.

„მე ეს არ გამიზომია, მაგრამ ჩემ აზრს მოგახსენებთ, რადგან გამოხატვის თავისუფლება მეც მაქვს. ჩვენ შემოვიტანეთ უახლესი მოდელი, საპროკურორო საბჭო, რომელზეც ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ეს ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მოდელია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის დივერსიფიკაციაა - გიორგი ქობულია

17 აგვისტო, 2018 , 16:35

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ლარის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკისა და საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების მაქსიმალური დივერსიფიკაციაა. მისი თქმით, დღეს

შამბა არის ყველზე პრორუსი პოლიტიკოსი აფხაზეთში და შეიძლება ეს განცხადება სწორედ რუსული თამაშის ნაწილი იყოს - პაატა ზაქარეიშვილი

16 აგვისტო, 2018 , 17:20

ყოფილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას ინტერვიუს გამოეხმაურა. მისი თქმით, შამბა არის ყველზე პრორ

დიღმის ტყე-პარკთან მიმართებაში მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს - ბექა დავითულიანი

14 აგვისტო, 2018 , 15:50

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, იმის თობაზე, რომ თითქოს დიღმის ტყე-პარკში მშენებლობა იგ

არსებობს რისკი, რომ გამოაშკარავდეს იმ კონკრეტული ჯგუფის უკანონობები, რომელიც საპატრიარქოს სახელით გვესაუბრება - გიორგი ფანცულაია

14 აგვისტო, 2018 , 12:40

აგრძელებენ მეუფე იაკობის პათოსს, შანტაჟის და დაშინების ენით გველაპარაკებიან, - განაცხადა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებ

ასეთი ტიპის კინკლაობაში ჩვენ მიზანმიმართულად არ შევდივართ - კახა კოჟორიძე

13 აგვისტო, 2018 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ პესიმისტურ პროგნოზს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკა

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, რეფორმები ამ მიმართულებით განსახორციელებელია, რაზეც პარლამენტს დაწყებული აქვს მუშაობა - კახა კალაძე

13 აგვისტო, 2018 , 15:55

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა დაიწყო მუშაობა ნარკოპოლიტიკის რეფორმებზე. - ასე უპასუხა მან Human Rights Watch-ის ანგარიშზე დასმულ კითხვაზე. კალაძის თქმით, ის ორგანიზაციის ანგარიშს არ გაცნობია. &bdq

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან