უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 აპრილი, 2017 12:10
font-size

ისეთი რაღაც ხდება, რაც აზიანებს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს - ლევან მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სასამართლოს კრიტიკისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ეს ინიციატივა ითვალისწინებს დიალოგის დაწყებას სასამართლო ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

მისი თქმით, პრობლემა არის გლობალური ვიდრე ერთი კონკრეტული მოსამართლის შეურაცხყოფა, რითაც რეალურად საფრთხე ექმნება სასამართლო სისტემის პრესტიჟს, ღირსებას და ავტორიტეტს.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თქვა, რომ ის რაც ხდება, აზიანებს არამხოლოდ ერთ კონკრეტულ მოსამართლეს, პრობლემა არის გაცილებით გლობალური. რეალურად, საფრთხე ექმნება სასამართლო სისტემის გამართულობას და მის ავტორიტეტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ მხარეებს, რომ გამართოს დისკუსია, ვიმსჯელოთ, იქნებ რამეზე შევთანხმდეთ, სანქციები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სასამართლოს დარბაზში ისედაც არსებობს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ისეთი რაღაც ხდება, რაც აზიანებს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს. დავსხდეთ, ვისაუბროთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ იქნებ რაღაცნაირად ავკრძალოთ ლანძღვა-გინება“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ვანო მერაბიშვილი არც საპარლამენტო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს - რომან გოცირიძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:45

ნიკა მელიამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მომავალი პარლამენტის სურათთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით, რომ ვანო მერაბიშვილი არც საპარლამენტო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნა

ლავროვის განცხადება „ოცნების“ და საქართველოში ანტიდასავლურად განწყობილი პარტიების პირდაპირ მხარდაჭერად შეიძლება აღვიქვათ - თეონა აქუბარდია

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

"სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერი, თეონა აქუბარდია სერგეი ლავროვის მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ რუსეთი საარჩევნო პერიოდში საქა

მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არსებულ მდგომარეობაში დროული და საჭიროა - ნიკა შენგელია

18 სექტემბერი, 2020 , 14:20

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, ეკონომისტი ნიკა შენგელია მსესხებლებისთვის დროულ და საჭირო ინიციატივად მიიჩნევს. მისივ

როგორ მოეწყობა საარჩევნო სივრცე - დეტალებზე შეთანხმებულები არა ვართ - ეკატერინე ტიკარაძე

17 სექტემბერი, 2020 , 16:55

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ჟურნალის

კრიმინალი იზრდება ტელევიზიებში - ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი, 2020 , 16:00

მმართველი გუნდის ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში გაიზარდა. ასე გამოეხმაურა ის IRI-ს კვლევას, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 6% ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი წარუმატებლობა ქვე

“ოცნება“ კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობს და ვირუსს სათავისოდ იყენებენ - დავით ჭიჭინაძე

17 სექტემბერი, 2020 , 16:00

„ოცნება“ მარტში იმასაც გვპირდებოდა, ტურიზმს არაფერი ემუქრება, ყველაფერი კარგად იქნებაო და რა დღეში აღმოჩნდნენ ადამიანები კი ვხედავთ, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.