უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
პოლიტიკა
ისეთი გუნდი გვყავს, რომელიც მეორეჯერ ასეთ შეცდომებს არ უშვებს - სანდრა რულოვსი
ნაციონალურმა მოძრაობის საარჩევნო სიის მეორე ნომრის, ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის განცხადებით, იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, პოლიტიკაში მისი მოსვლაა.
ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში მისი წარდგენისას გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გაანცხადა. ჟურნალისტმა სანდრა რულოვსს სამეგრელოში გაკეთებული განცხადება შეახსენა, სადაც ექს-პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ,,რაც წინა ხელისუფლების დროს ცუდი მოხდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღარ განმეორდება“.
,,მემგონი ამის გარანტი, მე თვითონ ვარ, რომ შევედი პოლიტიკაში და ყველანაირი კონტროლი იქნება ჩემი მხრიდან და არამარტო ჩემი მხრიდან. თვითონ ასეთი გუნდი გვყავს, რომელიც მეორეჯერ ასეთ შეცდომებს არ უშვებს.
ზუგდიდი იმიტომ ავირჩიე, რომ სამეგრელო ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია. არამარტო მეგრული სიმღერით, მეგრული საჭმელებით და მეგრული ენით ვარ მოხიბლული, არამედ, ეს არის ძალიან ძლიერი რეგიონი და მზად ვარ, ზუგდიდის რაიონში ვიმუშაოთ და ვესაუბროთ ხალხს პრობლემებზე, რაც არამარტო სამეგრელოში, მთლიანად ქვეყანაში არსებობს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მარი ნამგალაძე