უკან

საზოგადოება

17 მაისი, 2018 12:50
font-size

ისნის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება დაიწყო

ისნის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება დაიწყო.

სამუშაოები ოთხ მისამართზე ხუთი ტიპის პროექტს მოიცავს. მათ შორის, მოსკოვის გამზირის N3-ში მდებარე ოთხსადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსის ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების შეცვლის სამუშაოები; ვაზისუბნის მე-8 ლეგიონში, III მიკრორაიონის N3 კორპუსში წყალარინების შიდა ქსელის შეცვლა; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N144-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებული წყალგაყვანილობის ქსელის შეცვლა და ნავთლუღის ქუჩა N24-ში მდებარე N3 კორპუსში წყალარინების შიდა ქსელის შეცვლის სამუშაოები.

გამგეობის მიერ თანადაფინანსებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ, ხოლო მათი საერთო ღირებულება 75 106 ლარია.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსებული პროექტების მიმდინარე პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას და ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდა და მათ პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ისნის რაიონში ამავე პროგრამის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ რვა პროექტი განხორციელდება.

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

24 იანვარი, 2019 , 10:45

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდა

საქართველომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა

24 იანვარი, 2019 , 10:45

საქართველომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ეს განცხადება Twitter-ით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა. „საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს ვენესუელის დრ

თუ არ გაითვალისწინებენ კომისიის პოზიციას აუცილებლად შევალთ საცალო ბაზარზე და დავადგენთ ზედა ზღვრულ ტარიფებს - კახა ბექაური

24 იანვარი, 2019 , 10:45

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდია

`საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რჩება, გრიპზე გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია`

23 იანვარი, 2019 , 17:39

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ვიზიტორებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო მედიაში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გავრცელებული ინფ

ამ ერთ პატარა მოგონებაში რამდენი ეპითეტი დაგროვდა ბუნებრივად: კარგი, ნიჭიერი, პროფესიონალი, წესიერი, თავაზიანი - ნატო ჩხეიძე ლევან ჩხაიძეს იხსენებს

23 იანვარი, 2019 , 16:11

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავია ახალგაზრდა კარგი კაცის წასვლა ამ სოფლიდან... „იბერიაში“ პოლიტიკურ

არ იყო იქ ცემა, შეხლა-შემოხლა იყო - სპორტსმენების ნაწილი გეგა გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს

23 იანვარი, 2019 , 16:06

მოჭიდვეების ნაწილი ჭიდაობის ფედერაციის შენობასთან იკრიბება და ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებს. ისინი სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების ინციდენტს უწოდებენ.  „არაფერი დანაშაული არ იკვეთება,

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`