უკან

საზოგადოება

19 თებერვალი, 2020 16:07
font-size

ისნის რაიონში ახალი გზის მოწყობა დასრულდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში მოწყობილი ახალი გზა დაათვალიერა, რომელიც დავითაიას ქუჩას და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე მთისძირის ქუჩას აკავშირებს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აქამდე აღნიშნული გზით სარგებლობა, განსაკუთრებით უამინდობის დროს, შეუძლებელი იყო.

„სამუშაოები 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეუძლებელი იყო ავტომობილით გავლა, განსაკუთრებით უამინდობის დროს. დღეს გვაქვს მთლიანად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, შეიძლება ითქვას ახალი გზა, რომლისთვისაც 2 მილიონ 700 ათასი დაიხარჯა. ამ გზით დავითაიას ქუჩა უკავშირდება მერვე ლეგიონის დასახლებას. გზა განათებულია ლედსანათებით, გაკეთდა სანიაღვრეები, მოეწყო უსაფრთხოების ჯებირები. ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო პროექტის განსახორციელებლად, გათვალისწინებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები, თვალამრიდები და საყრდენი კედლები, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი.

მათივე ინფორმაციით, ახალი გზის პარალელურად, მოეწყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრისკენ და მისი პარკინგისკენ მიმავალი გზა და უჩაკოვის ქუჩის მონაკვეთი. სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ „ბლექ სი ჯგუფი“ აწარმოა.

„დასრულებულ სამუშაოებს, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა კაბუჩიძე და თბილსის საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი გაეცნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12 ივლისი, 2020 , 10:05

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები შიდა ქართლში, ქარელში შეინიშნებოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასა

დღეს პეტრე-პავლობაა

12 ივლისი, 2020 , 07:50

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მო

აფინანსებს თუ არა გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტივობებს ვანო ჩხარტიშვილი

12 ივლისი, 2020 , 00:17

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, რომ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის მისი ნათესავი და მასთან, როგორც ნათესავთან, ისეთი ურთიერთობა აქვს. ჟურნალისტ ი

სააკაშვილმა თქვა, ბებიაჩემმა წუხელ მკითხა, ჩემი ანაბრები სად არისო – ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:56

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ანაბრების შესახებ ისაუბრა და განცხადა, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოს ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რამე გავლენა მოეხინდა.  „ჩემთვის ეს ძალიან მძ

„თიბისი ბანკი“ პროკურატურის კრიმინალური ქმედების გამტარი იყო - ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:34

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, „თიბისი ბანკი“ იყო „ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური, დანაშაულებრივი ქმედების გამტარი“. ამის შესახებ

იძალადა ჩემზე საქართველოს პრეზიდენტმა, მაიძულა ტელევიზიის დათმობა - ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:24

რა იყო ტელეკომპანია "მზის" დათმობის მიზეზი - ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრებს იხსენებს. ვანო ჩხარტიშვილი "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას ტელეკომ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე