უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივლისი, 2019 16:00
font-size

ისნის რაიონში, მთისძირის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია განხორციელდა

ისნის რაიონის გამგეობამ, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები თანმიმდევრულად, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. პირველ რიგში, 410 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეიცვალა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდა, რაც ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ბოლო ათეული წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.

მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მარტში დაასრულა.

მერიის ცნობით, აღნიშნული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთისძირის მეორე შესახვევში პირველად ჩატარდა. 2 440 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარი და საცხოვრებელი სახლების ეზოებთან მისასვლელი გზები.

პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენს რაიონში, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევი ერთ-ერთი პრობლემური ქუჩა იყო, სადაც გზის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ვერ ხერხდებოდა და მოსახლეობა წლების განმავლობაში შეწუხებული იყო. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ მოლაპარაკების შედეგად, მიმდინარე წელს ქუჩის თანმიმდევრული, სრული რეაბილიტაცია ჩავატარეთ. კაპიტალური, ასფალტიანი გზა, დასახლების არსებობის მანძილზე ფაქტობრივად, პირველად მოეწყო“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მთისძირის II შესახვევში საგზაო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „გუმმა“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 152 781 ლარი დაიხარჯა, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების პუნქტები განთავსდა

23 აგვისტო, 2019 , 17:25

ჯანდაცვის სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. აღნიშნული, საგანგე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს