უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2019 16:15
font-size

ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტთან მემორანდუმს მოეწერა ხელი

იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფების მიერ საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლის სამომავლო გეგმა მხარეთა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება, რომელსაც დღეს გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწერა ხელი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტი პარტნიორული ურთიერთობების სხვა მიმართულებებსაც მოიცავს, რომლებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განისაზღვრება.

„2 ქვეყნის უწყებებს შორის აქტიური თანამშრომლობის პლატფორმა მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან დაფუძნდა და ის საქართველოს და ისრაელის საერთო ინტერესის მქონე მემკვიდრეობის ერთობლივი კვლევას, დაცვას და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის მემორანდუმს 14 სექეტმბერს ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორმა პროფესორმა ჯონ სელინგმანმა მოაწერეს. 3- დღიანი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტი სრული შემადგენლობით (50 სპეციალისტი და აღმასრულებელი პირები) საქართველოში არსებულ არქეოლოგიურ ობიექტებს, უძრავ ძეგლებს და ებრაულ მემკვიდრეობას ეცნობა.

იერუსალიმთან ახლოს არსებულ ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ-რელიგიური კვალის შესწავლას ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები მიმდინარე წლიდან განახორციელებენ.

ისრაელში არსებული ქართული საისტორიო კერების კვლევის შესაძლებლობებზე შეთანხმებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ისრაელში ვიზიტისას ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტთან და ფრანცისკანულ ეკლესიასთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია.

იერუსალიმში V საუკუნის ქართული მონასტერი ბირ -ელ-ყუტი ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. პეტრე იბერის მიერ ის დაახლოებით 444 წელსაა აგებული. მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ. სწორედ მაშინ გამოვლინდა მოზაიკით შესრულებული ქართული ასომთავრული უადრესი წარწერები (430წ), რომლებიც ამჟამად ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევებში, ერთ უწყებაში მუშაობენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

18 ოქტომბერი, 2019 , 16:40

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში. კვლევაში წერია, რომ შემთხვევების უმე

„დაიცავი შენი შვილი“ - ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ სახალხო კამპანიას იწყებს

18 ოქტომბერი, 2019 , 16:40

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, პროფესორი ანა დოლიძე თანამოაზრეებთან ერთად იწყებს სახალხო კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ – „დაიცავი შენი შვილი“. ანა დოლიძემ დღეს ამ თემაზე ბრიფინ

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები - ნათია მეზვრიშვილი

18 ოქტომბერი, 2019 , 16:40

"საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები",- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, სა

წლის ბოლომდე დევნილებს კიდევ 270-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ - დიმიტრი ხუნდაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 16:00

„ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა ბინით უზრუნველყოფის ინტენსივობა გაზრდილია, მაგრამ ამ პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილების ტემპი ვერ ეწევა მოთხოვნებს. მის საბოლოო მოსაგვარებლად დრო სასურველზე ნაკლე

სოსო ოხანაშვილს მაღალ თანამდებობებს სთავაზობდნენ - მეუფე პეტრე

18 ოქტომბერი, 2019 , 16:00

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით არაერთ სკანდალურ დეტალზე ისაუბრა გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან“. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ „ციანიდის საქმე&ldq

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა. ახალი ტექნიკის გადმოცემა