უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 მარტი, 2019 13:05
font-size

ისრაელის დაზვერვის სპეციალისტი ხელოვნურ ინტელექტზე თბილისში სემინარს ჩაატარებს

30 მარტს სპარკი (ცოტნე დადიანის 164) უმასპინძლებს კომპანია „ოლმითის“ სემინარს ხელოვნური ინტელექტის თემაზე.

ოლმითი (Olmait.com) არის საქართველო-ისრაელის ტექნოლოგიური ინიციატივა, რომლის მიზანია ქართული პროგრამული შესაძლებლობების განვითარება. კომპანია ისრაელიდან იწვევს მარალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც საქართველოში სწავლების პროცესს უძღვებიან.

სპარკში დაგეგმილ სემინარს ისრაელელი ლექტორი შაი ჰარელი გაუძღვება. იგი ფლობს აკადემიურ და ინდუსტრიულ გამოცდილებას კომპიუტერული ხედვის სფეროში, არის ხელოვნური ინტელექტის სფეროს (AI) მკვლევარი. შაი ჰარელი წლების განმავლობაში მუსაობდა ისრაელის არმიის დაზვერვის სამსახურში, რომელიც ისრაელის ტექნოლოგიური წარმატების ნიმუშია.

შაი ჰარელის ცოდნა და გამოცდილება ღირებულია საქართველოს AI პრაქტიკოსი და ენთუზიასტებისათვის. ის შეიძლება გახდეს საქართველოს ტექნიკური ელჩი და ხიდი საქართველოსა და ისრაელის AI თემებს შორის,

სემინარის 50-მდე მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას კომპიუტერული ხედვის თეორიასა და გამოყენების შემთხვევებზე, შეისწავლიან ექსპერიმენტებს, უახლეს მე თოდებსა და ხელსაწყოებს, ჩატარდება პრაქტიკული სავარჯიშოებიც.

სემინარი სპარკში 30 მარტს 11 საათზე დაიწყება. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა.

კომპანია „ოლმითის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოს ბიზნესწრეებში კარგად ცნობილი ისრაელელი ფინანსისტი ნიცან ვაიცმანი. ის უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის BDO-ს დამფუძნებელიცაა. ნიცან ვაიცმანი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატასთან ერთად საქართველოსა და ისრაელში არაერთი ბიზნესფორუმის ორგანიზატორი იყო.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი