უახლესი ამბები
- 04.03.2021 21:18არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
- 04.03.2021 20:16საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- 04.03.2021 19:17არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
- 04.03.2021 19:00პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
- 04.03.2021 18:48დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
- 04.03.2021 18:25ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
- 04.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა
- 04.03.2021 17:15იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
- 04.03.2021 17:15მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
- 04.03.2021 16:55თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
არქივი
საზოგადოება


ისრაელის ელჩი შაბთაი ცური გორში გაქურდულ სინაგოგას ეწვია
დღეს ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, შაბთაი ცური გორს ესტუმრა და გაქურდული სინაგოგა მოინახულა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ებრაული სალოცავის ათი უნიკალური სეფერთორიდან ხუთი მოპარულია, ხუთი კი მძიმედაა დაზიანებული.
ელჩი გორში თბილისის ებრაული თემის ლიდერებთან, გაბაი მერაბ ჩანჩალაშვილთან, ჯამლეტ ხუხაშვილთან, შალვა თეთრუაშვილთან და სხვებთან ერთად ჩავიდა და თბილისის დიდი სინაგოგიდან დროებით ერთი სეფერთორა ჩაიტანა, რათა შაბათის ლოცვის ჩატარება წმინდა წერილების არქონის გამო არ შეფერხებულიყო.
გორის სინაგოგას ასევე ესტუმრნენ გორის გამგებელი დავით ონიაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. იქვე შეიკრიბნენ გორის ებრაული თემის წარმომადგენლებიც.
"გორში უაღრესად სამწუხარო ფაქტი მოხდა – გაქურდულია სინაგოგა და აქ შენახული 10 უნიკალური სეფერთორიდან ხუთი გატაცებულია, ხუთი კი შენობის უკან, დაზიანებულ მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი. მე საქართველოში ვარ დაბადებული და კარგად ვიცნობ ამ ქვეყანას. ეს არის გამორჩეული სახელმწიფო, სადაც არასდროს მომხდარა ანტისემიტიზმი, სადაც ებრაელები ქართველების მხარდამხარ მუდამ მეგობრულად ცხოვრობდნენ, მომავალ წელს კი ისრაელი და საქართველო მტკიცე დიპლომატიური ურთიერთობის 25–ე იუბილეს იზეიმებენ. სწორედ ამიტომ მტკიცედ მწამს, რომ ძალოვანი სტრუქტურები უახლოეს მომავალში წარმატებით დაასრულებენ გამოძიებას და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან", – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში.
გორის სინაგოგა ერთ–ერთია საქართველოში არსებული იმ რვა სინაგოგიდან, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით შეკეთდა.
საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა
4 მარტი, 2021 , 17:15

N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა – პენიტენციური სამსახური
4 მარტი, 2021 , 16:49

„თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ - რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქცია მიმდინარეობს
4 მარტი, 2021 , 16:00

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა “ოცნებას” 2012 წლიდან 410 000 ლარი შესწირეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
4 მარტი, 2021 , 14:50

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
4 მარტი, 2021 , 14:50

პროექტია:ქვეყანა თმობს არა უბრალოდ უდიდეს ტერიტორიას, არამედ სტრატეგიულ ხეობას - თემურ შაშიაშვილი
4 მარტი, 2021 , 14:50