უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ოქტომბერი, 2021 13:06
font-size

ისრაელის კვირეული: ჩართულობა ისრაელიდან და ევროპიდან

პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვით, თბილისში ისრაელის კვირეული გაიხსნა. კვირეულის ორგანიზატორი „ისრაელის სახლია“, რომლის მოწვევით თბილისში ჩამოვიდა სამი დელეგაცია პარლამენტარების, ბიზნესმენებისა და საზოგადო მოღვაწეების შემადგენლობით. სულ 120 ადამიანი. კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციები.

ისრაელის კვირეული ვარკეთილში, საქართველო-ისრაელის მეგობრობის პარკში ისრაელელი სტუმრების მიერ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან რევაზ სოხაძესთან და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელ იციკ მოშესთან ერთად, ხეების დარგვით დაიწყო. ეს ვარკეთილის გამწვანების „ისრაელის სახლის“ მეოთხე აქციაა. წინა აქციაში ისრაელიდან შრომის მინისტრი, იციკ შმული, მონაწილეობდა.

სტუმრებმა დაათვალიერეს პარკში, ერთ-ერთი შენობის კედელზე ისრაელისა და საქართველოს დროშების ფონზე შესრულებულიანა ფრანკის 30 მეტრი სიმაღლის ნახატი.

ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა საკრებულოს წევრს, რევაზ სოხაძეს მადლობა გადაუხადა ისრაელ-საქართველოს მეგობრობის ხეივნის მოწყობისთვის. მან მადლობა გადაუხადა, აგრეთვე, ისრაელის სახლს“ ასეთი აქტივობებისთვის და ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის. დავიდ ბიტანის თქმით, მეგობრობის პარკის გახსნა და ქალაქის ერთ-ერთ დიდ უბანში ანა ფრანკის პორტრეტის შესრულება საუკეთესო გზავნილია, რომ ორივე ქვეყანას აკავშირებს დიდი მეგობრობა. ამასთან,საქართველოში უკვდავია იმ ადამიანების ხსოვნა, რომლებიც საკაცობრიო დანაშაულს შეეწირნენ.

ისრაელელი პარლამენტარის თქმით, რასაც აკეთებს „ისრაელის სახლი“, ნამდვილად მისაბაძია და მსგავსი აქტივობები სხვა ქვეყნებშიც უნდა ხორციელდებოდეს.

ისრაელის უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის ლიქუდის ხელმძღვანელის, ხაიმ კაცმა გაიხსენა ანა ფრანკის სიტყვები: „ცხოვრების გაგრძელება ჩემი სიკვდილის შემდეგაც მინდა" და დასძინა ის თავად არის აუშვიცს გადარჩენილის შვილი და ამ დიდ ტრაგედიას შეწირული თუ გადარჩენილთა ხსოვნის უკვდავყოფა მისი ერთ-ერთი მიზანია. ამიტომ დასაფასებელია ისრაელის სახლის ინიციატივა, რომელიც ანა ფრანკის სახელის კიდევ ერთხელ უკვდავყოფას შეეხება. ახლად გახსნილი პარკი კი გულწრფელი მეგობრობის ნიშანია.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით ეს აქცია ორმხრივად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთმანეთს აკავშირებს ქალაქებს, ბიზნესმენებს და მეგობარი ქვეყის წარომამდგენლებს. ეს რიგით მეორე გრანდიოზული აქციაა, რომელიც ეძღვნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და ქართველ შინდლერთა ხსოვნას. შარშან „ისრაელის სახლმა“ ონში პირველი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გახსნა. წელს თბილისში კი ანა ფრანკის პორტრეტი მოიხატა, იქვე, საქართველო-ისრაელის მეგობრობის პარკში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და ქართველ შინდლერთა ხსოვნის კუთხე მოეწყობა..

30 ოქტომბერს სასტუმრო ბილტმორში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიხსნა. ფოიეში კი ევროსაბჭოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციასთან ((AEPJ) და წევრ 7 ქვეყანასთან ერთად ებრაული კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა მოეწყო. საქართველოში უკვე მეხუთე წელია ევროსაბჭოს ეგიდით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოქმედებს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი, რომლის ოფიციალური წარმდგენია „ისრაელის სახლი“.

აღსანიშნავია, რომ 29 სექტემბერი-1 ოქტომბერს ქუთაისში იმართება კულტურული მარშრუტების ყოველწლიური მეათე საკონსულტაციო ფორუმი. მასში „ისრაელის სახლი“, როგორც საქართველოში ებრაული კულტურული მარშრუტის წარმდგენი, მონაწილეობს კულტურის სამინისტრსთან ერთად.

ბიზნესფორუმი გაიხსნა ევროპული ორგანიზაციის „ევროპული ალიანსისა“ (EAI) სადაც 100-მდე ევროპელი პარლამენტარის მადლობის წერილით, რომელიც „ისრაელის სახლს“ და საქართველოს მთავრობას დურბანის კონფერენციაზე საქართველოს მიერ ისრაელის მხარდაჭერას შეეხება. საქართველოს მადლობა ფორუმის მონაწილე ისრაელელმა პარლამენტარებმაც გადაუხადეს.

სიტყვით გამოსვლისას იციკ მოშემ 2012 და 2021 წწ დურბანის კონფერენციის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 დურბანის რეზოლუცია 67/19 - რუსეთთან, სომხეტთან და აზერბაიჯანთან ერთად მხარი დაუჭირა საქართველობაც. წელს კი, ამ ქვეყნებს შორის საქართველომ აშშ-თან, ჩეხეთთან და წამყვანი ევროპულ ქვეყნებთან ერთად დაიკავა პროისრაელური პოზიცია.

ფორუმის დასაწყისში იციკ მოშემ აღნიშნა, რომ ამ დღეებში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატს უსრულდება დაარსებიდან 25 წელი. ისრაელის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ამირ ფერეცის შეფასებით, ბიზნესპალტა გახდა მთავარი ხიდი ისრაელსა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში. იციკ მოშემ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და აღნიშნა რომ მას ჭირდება ფაქიზი დამოკიდებულება. ეს კი კარგად ესმით მათ, ვინც ენერგია ჩადო ამ ურთიერთობებში. იციკ მოშეს თქმით, ერთი ხელით ვაძლიერებთ კავშირებს და მეორე ხელით იგივე ემოციით ვზრუნავთ არსებული ინვესტორების პრობლემების მოგვარებაზე.

ბიზნესფორუმზე გაიმართა სამი წარმატებული პროექტის პრეზენტაცია. კერძოდ, საერთაშორისო მენეჯმენტთან ხელი მოეწერაWYNDHAM-ის ლიდერის, ექსკლუზიური და წამყვანი ბრენდის COLLECTION-ის შემოსვლასა და 3 სასტუმროს მშენებლობაზე. აღსანიშნავია რომ ერთი სასტუმროს თბილისის ცენტრში მშენებლობის პროცესშია და შენდება TBC ბანკის მხარდაჭერით.

ჩატარდა ქართული ქაშერი პროდუქციის პრეზენტაცია - ღვინო და გადამუშავებული პროდუქცია; მისი ექსპოტრტი ხორციელდება აშშ-სა და ისრაელში. მესამე პრეზენტაცია კი წალკაში ტურისტული ქალაქის - დაშბაშის დასრულებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას შეეხებოდა.

ფორუმზე საუბარი შეეხო ისრაელ-საქართველოს ბოლო 32-წლიან ურთიერთობას. გაიმართა „ისრაელის სახლის“ მიერ გამოცემული წიგნის „სიონიზმი დინების წინააღმდეგ“ პრეზენტაცია.

ქნესეთის წევრის, კოალიციის ყოფილი ხელმძღვანელის მიკი ზოარის თქმით, ისრაელის წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოს „ისრაელის სახლის“ მოწვევით სტუმრობს. შეხვედრების თემა მრავალფეროვანია, დაწყებული ეკონომიკით, დამტავრებული კულტურული ურთიერთობებითა და განათლებით. „ვსწავლობთ მეგობარი ქვეყნის პოტენციალი, რაც ხელს შეგვიწყობს მომავალი კავშირების გაღრმავებაში“, - განაცხადა პარლამენტარმა.

ისრაელელმა სტუმრებმა საქართველოს ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში, რობაქიძის სახელობის მონაწილეობა მიიღეს ისრაელის კაბინეტის გახსნაში. იციკ მოშემ დელეგაციის წევრებს გააცნო ისრაელის სახლის“ მუშაობის მეთოდიკა, ისაუბრა ორგანიზაციის წარმომადგენლობის 100 ქვეყანაში გახსნის პერსპექტივაზე, ორმხრივი ტურიზმის განვითარებაზე. „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა ისრაელის დელეგაციას გადასცა პროექტი, რომელიც საქართველოდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ისრაელში ტურიზმის ზრდასა და ამ ქვეყნების მოქალაქეების შეუფერხებლად შესვლას ითვალისწინებს.

კვირეულის ფარგლებში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა მოამზადებს ბოლო 25 წლის ანალიზს ბიზნესურთიერთობებში. დასკვნა ორივე მხარეს წარედგინება კითხვაზე, რამდენად დროულია ასეთი შეხვედრები, იციკ მოშე პასუხობს, რომ საქართველო-ისრაელი ორი ისტორიული და ემოციური ქვეყნებია. ჩვენ პანდემიის გამო დავკარგეთ 2 წელი, ახლა კი ყოველი 1 დღით გადადება არის საქმის 1 დღით დაგვიანება. ასე რომ, საქმის კეთებისთვის თაიმინგი ყოველთვის მისაღებია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი