უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 დეკემბერი, 2017 14:40
font-size

ისრაელის პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობით, ხვალ თბილისში ხანუქას სანთელი აინთება და ებრაული ბიბლიოთეკა გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ისრაელში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისს ისრაელიდან ეწვია დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი დეპუტატები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ანალიტიკოსები და ისრაელის წამყვანი მედიასაშუალების ჟურნალისტები.

ვიზიტი „ისრაელის სახლის“ მიერ წარმოებული, საქართველოს პოპულარიზაციისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავების კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. დელეგაციის მასპინძელია საქართველოს პარლამენტი. ვიზიტისას ყურადღება გამახვილდება ჰასბარას, განათლების, ახალგაზრდობისა და ორმხრივი კავშირების თემატიკაზე.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის კარმელის აკადემიურ კოლეჯსა და ორ ქართულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

ხვალ, 15 დეკემბერს, 14.00 საათზე ისრაელის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით საქართველოში პირველი ებრაული ბიბლიოთეკის გახსნასა და ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიალში. ღონისძიება კულტურული პროგრამით დასრულდება - ქართველი მომღერლები ებრაულ სიმღერებს შეასრულებენ.

ებრაული ბიბლიოთეკისთვის „სარას ფონდმა“, „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით, ისრაელში შეიძინა რამდენიმე ასეული წიგნი ებრაულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. წიგნების თემატიკაა ისრაელის უძველესი და თანამედროვე ისტორია, სიონიზმი, იუდაიზმი, თეოლოგია, ისრაელის საგარეო პოლიტიკა, ივრითის სასკოლო და საუნივერსიტეტო სწავლების სახელმძღვანელოები და ა.შ. დაგეგმილია ისრაელიდან კიდევ 500-მდე წიგნის შემოტანა და აგრეთვე, წინასწარი შეთანხმების თანახმად, ისრაელში ქართული ბიბლიოთეკის შექმნა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიების დასრულების შემდეგ დელეგაცია გადაინაცვლებს თბილისის აშკენაზების სინაგოგაში.

16 დეკემბერს ისრაელის დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

17 დეკემბერს კი დელეგაციის ნაწილი დაესწრება თბილისში, მირზა შაფის ქუჩაზე ისრაელური ინვესტიციით, 63-ნომრიანი თანამედროვე სასტუმროს მშენებლობის დაწყებას. სასტუმრო მოიცავს, აგრეთვე, არტგალერეასა და კაფეებს, ხოლო მისი მთავარი შენობის ფასადი გადაწყვეტილი იქნება ქართული ორნამენტებიანი ხალიჩის სტილში.

პროექტის მოცულობაა 12 მილიონი დოლარი, რომლის შედეგადაც დედაქალაქი მიიღებს თბილისის ისტორიულ უბანზე არქიტექტურულად მორგებულ, მაღალი კლასის სასტუმროს.

„ისრაელის სახლის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, იციკ მოშეს შეფასებით, ისრაელიდან ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობაში, ვინაიდან ახლა ერთგვარად ვაჯამებთ გასულ 25 წელს და ვგეგმავთ მომავალ კავშირებს სხვადასხვა სფეროში. „ისრაელის სახლის“ აქტიური მუშაობით, ქართულმა მხარემ გაიცნო სულ სხვა, რეალური ისრაელი, რომელთანაც შესაძლებელია ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და ეს, პირველ რიგში, ეხება ურთიერთსოლიდარობას, ეკონომიკურ კავშირებსა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი