უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

19 ნოემბერი, 2018 11:20
font-size

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიციის შიგნით არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა.

გარდა ამისა, ის ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგ გამოვიდა. ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს „უპასუხისმგებლობა“ იქნება ქვეყნის უსაფრთხოების ამჟამინდელი გამოწვევების გამო.

„ასეთ პერიოდში არ შეიძლება მთავრობის დაშლა, ასეთ პერიოდში არ შეიძლება არჩევნებზე წასვლა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ რეგიონში არსებულ დაძაბულობაზე საუბრისას.

„ჩვენ წინ მთელი წელი გვაქვს არჩევნებამდე, ჩვენ ვართ გაცხარებულ ბრძოლაში, და შუა ბრძოლას ვერ მიატოვებ.

შუა ბრძოლისას პოლიტიკას ვერ ითამაშებ. ქვეყნის უსაფრთხოება პოლიტიკის მიღმაა, და ქვეყნის უსაფრთხოება პიროვნული შეხედულებების მიღმაა“, -აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინსიტრმა.

ცნობისთვის, 14 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა. ამ ფორმით მან გააპროტესტა ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ლიბერმანმა ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის დადებული ზავი „ტერორისადმი დამორჩილება“ უწოდა.

„ის, რასაც ვაკეთებთ, როგორც სახელმწიფო, არის მოკლევადიანი სიმშვიდის ყიდვა, რომლის ფასი იქნება ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული გრძელვადიანი ზიანის მიყენება “, -განაცხადა ლიბერმანმა.

ლიბერმანმა ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია დატოვებს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციას.

საკვანძო სიტყვები:

დიდ ბრიტანეთს შეუძლია, ცალმხრივად უარი თქვას Brexit-ზე - ევროკავშირის სასამართლო

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთს ცალმხრივად შეუძლია, გააუქმოს გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლის (ანუ, Brexit-ის) შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე უარის თქმისთვი

ვარშავაში წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-16 საერთაშორისო ქართველოლოგთა კონფერენცია გაიხსნა

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრის ორგანიზებით, წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-16 საერთაშორისო ქართველოლოგთა კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებლობების 100 წლის

რუმინეთში საქართველოს ელჩი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია

10 დეკემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა დიმბოვიცას რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან, დანიელ-ნიკოლაე კომენესკუსთან

ინდოეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

10 დეკემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „Shangri-La’s Eros Hotel“-ში (Café Lawn, Open Garden) საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონ

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ნიკოლ პაშინიანის ბლოკმა გაიმარჯვა

10 დეკემბერი, 2018 , 11:00

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული  მონაცემებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ პაშინიანის  ბლოკმა „ჩემ

ისრაელში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

10 დეკემბერი, 2018 , 11:00

ისრაელში მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.  ინფორმაციას newsru.co.il-ი ავრცელებს. შემთხვევა დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებაში მოხდა. ადგილობრივების ჯგუფი ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როდესაც მათ თე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`